ანაკარის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები იქნება დაბალბიუჯეტური, რაც გაზრდის ჩვენს დაკავშირებადობას თურქეთის დედაქალაქთან - გივი დავითაშვილი
ანაკარის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები იქნება დაბალბიუჯეტური, რაც გაზრდის ჩვენს დაკავშირებადობას თურქეთის დედაქალაქთან, - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი. მისი განმარტებით, 2024 წელს თურქეთ-საქართველოს შორის შორის 1,2 მლნ-ზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.
„მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან, თურქეთის ავიახაზების შვილობილი ავიაკომპანია რეგულარული ფრენების შესრულებას დაიწყებს ანკარა - თბილისი - ანკარას მიმართულებით. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ანაკარის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები იქნება დაბალბიუჯეტური, რაც გაზრდის ჩვენს დაკავშირებადობას თურქეთის დედაქალაქთან, სიდიდით მეორე ქალაქთან და ამ ქვეყნის კიდევ ერთ მსხვილ რეგიონთან“, - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა - თბილისი - ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ივლისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. საუბარი ასევე წარიმართა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის და ახალი საჰაერო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობებზე.
მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.
2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4 601 048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.08.2025.19:00
დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მათგანი შეძლებს ეს ე.წ. სტარტაპი გადააქციოს მდგრად ბიზნესად, გახდეს საკვები ობიექტი და ბევრად მეტ მოგზაურს უმასპინძლოს, - ასე აფასებს გურიაში გამართულ „გემო ფესტს“ და ფესტივალის პოტენციურ შედეგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მაია ომიაძის თქმით, ფესტივალის ფარგლებში გურულებმა მართლაც განსაკუთრებული კერძები შექმნეს.
„გურიაში ორდღიანი გასტრონომიული ფესტივალი დასრულდა. რეგიონმა პირველად უმასპინძლა „გემო ფესტს“. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ორი დღის განმავლობაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოგზაურებსა და საქართველოს მოქალაქეებს მასპინძლობდა ფესტივალი. ღონისძიებაში 30-მდე გურული მონაწილეობდა სხვადასხვა მიმართულებით, მათგან 13 კვების მიმართულებით, დანარჩენები კი სასმელებისა და ხელნაკეთი პროდუქციის მიმართულებით იყვნენ წარმოდგენილნი.
გურულები დიდი ენთუზიაზმითა და მოლოდინით ელოდებოდნენ „გემო ფესტს“. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ შეფ მზარეულებთან და უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც განსაკუთრებული კერძები შექმნეს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უმრავლესობა მათგანი შეძლებს ეს ე.წ. სტარტაპი გადააქციოს მდგრად ბიზნესად - გახდეს საკვები ობიექტი და ბევრად მეტ მოგზაურს უმასპინძლოს“, - ამბობს ომიაძე.
მისივე თქმით, „გემო ფესტმა“ ხელი შეუწყო რეგიონებში მრავალი ბიზნესის ჩამოყალიბებას, რომლებიც შემდგომ ეტაპებზე განვითარდნენ, თუმცა პირველი ნაბიჯები სწორედ ფესტივალზე გადადგეს.
„ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს როგორც იმერეთში, ისე სვანეთსა და რაჭაში. ადამიანები პირველად იწყებენ „გემო ფესტზე“, ანუ პირველ ნაბიჯებს სწორედ აქ დგამენ. ჩვენთვის ეს მხოლოდ ორდღიანი ფესტივალი არ არის - ამის უკან დგას მთელი რიგი სამუშაოები. შეფ მზარეულებთან ერთად მონაწილეები ამუშავებენ კერძებს, სწავლობენ კალკულაციას, გრამაჟს, სწორი ფასის დადგენას. ისინი, ვისაც ბიზნესის წარმოება არ ჰქონდათ გამოცდილებად, აქ პირველად ეცნობიან ამ პროცესებს.
საქმე მხოლოდ კერძის მომზადებაში არ არის - მნიშვნელოვანია პროდუქტების შერჩევა, კალკულაცია, ფასის დადგენა და შემდეგ ამ ყველაფრის გაყიდვა. ეს მცირე მოდელია, რომელიც აძლევს პირველ გამოცდილებას და უნარებს. ვინც გამბედავია, ჩვენ ვეხმარებით, რომ განვითარდნენ და საკუთარი ობიექტი ან სამასპინძლო სივრცე შექმნან. ეს ადგილები ხშირად ძალიან ავთენტურია, რადგან სრულად ქართულ კონცეფციაზეა დაფუძნებული და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია“, - აცხადებს მაია ომიაძე.