მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ანაბარი - „საერთო მიზანი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

news image

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მათ უმარტივებს ცხოვრებას. 

ანაბარი - „ჩვენი საერთო მიზანი“, თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც სწორედ მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ანაბრების სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, “საერთო მიზნით” დაგროვება უფრო მარტივია, რადგან აგროვებთ არა მარტო, არამედ ახლობელ ადამიანებთან ერთად.  

საერთო მიზნებისთვის ანაბრის გახსნა პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან, მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.

ანაბრის გახსნის ინსტრუქცია:

თიბისის მობაილბანკში უნდა შეხვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ ანაბარი, გადახვიდეთ პროდუქტზე - „ჩვენი საერთო მიზანი“ და არსებული შაბლონებიდან (მოგზაურობა, საჩუქარი, ქორწილი, სტარტაპი, სახლი, ბავშვისთვის, და სხვა) აირჩიოთ თქვენთვის სასურველ მიზანი ან შექმნათ საკუთარ მიზანი და დაარქვათ სასურველი სახელი, რადგან საერთო სახელის დარქმევა საერთო მიზანს უფრო ხელშესახებს ხდის. ბოლოს კი, აირჩიოთ ანაბრის ვადა (1-დან 24 თვემდე ნებისმიერი ვადით) და დაიწყოთ დაგროვება საერთო მიზნისთვის. 

ანაბრის შექმნის შემდეგ, რასაც რამდენიმე წამი სჭირდება, ბმულით იწვევთ ჯგუფის წევრებს, რომლებთან ერთადაც აპირებთ დაგროვებას - ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის, აგროვებთ იმდენ ადამიანთან ერთად, რამდენთანაც გსურთ. მოწვევის ბმულის გაზიარება კი, მობაილბანკიდან გაუსვლელად, ნებისმიერი არხის საშუალებით შეგიძლიათ - Messenger, Whatsapp, Instagram, Mail… ასევე, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეძლებთ ჯგუფის დატოვებასაც. 

მობაილბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში, მიიღებთ სტანდარტულზე 0.5%-ით მაღალ სარგებელს ნებისმიერ ვალუტაში, წლიური ეფექტური ლარში 8.83%-დან. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

დაიწყეთ დაგროვება დღესვე თქვენი საერთო მიზნებისთვის - გახსენით ანაბარი “ჩვენი მიზანი” მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან. 

ანაბრის გახსნის ვიდეო ინსტრუქციის სანახავად კი, გადადით ბმულზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მტევანი კოსმეტიკსი“ გაფართოებას აგრძელებს - ბრენდი სავაჭრო მოლებში ახალ სივრცეებს ამატებს

17.04.2026.14:00

ქართული ყურძნის კოსმეტიკური ბრენდი „მტევანი კოსმეტიკსი“ გაფართოებას აგრძელებს და სავაჭრო მოლებში ახალ სივრცეებს ამატებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განუცხადა.

„ჩვენ ორი მიმართულებით ვაქტიურობთ. პირველი - მოლებში სავაჭრო სივრცეების განვითარებაა. ვქმნით ბრენდის კონცეფციაზე დაფუძნებულ, დახვეწილი დიზაინის მქონე სივრცეებს. პირველი ლოკაცია ორი კვირის წინ გაიხსნა „ისთ ფოინთში“, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გახსნა „თბილისი მოლში“, რის შემდეგაც ეტაპობრივად გავფართოვდებით სხვა მოლებშიც.

„გარდა ამისა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ პირველ ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ერთ ქართველ მეწარმეს მიენიჭა უფლება, დასავლეთ საქართველოში სავაჭრო ცენტრებში განავითაროს ჩვენი ბრენდის სივრცეები. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში პირველი სტენდი ქუთაისში 27 აპრილს გაიხსნება.

აქტიურად ვგეგმავთ მსხვილი ქალაქების ათვისებას - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და სხვა, სადაც სრულად იქნება წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია.

გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი და დაემატა სასაჩუქრე ყუთები, რომლებიც გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო მოლებში განთავსებულ სტენდებზე პროდუქციის სრული ასორტიმენტი იხილოს.

გარდა ამისა, ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გზით. უახლოეს ერთ კვირაში PSP-ს და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელებს დაემატება GPC-ისა და „ფარმადეპოს“ ქსელები “, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.

კომპანია სამომავლოდ ექსპორტის საკითხის გააქტიურებას გეგმავს.

„მაისის დასაწყისში ვმონაწილეობთ Beauty Istanbul გამოფენაში, ხოლო მაისის ბოლოს - Beauty Exhibition Kazakhstan-ში, რომელიც ფარავს ცენტრალური აზიის ბაზარს.
ამ ქმედებებით ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და მიზანმიმართულ ფიქრს ექსპორტზე. პარალელურად ვიწყებთ სტრატეგიულ, ტარგეტირებულ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა