ამერიკამ „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა
ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მეორე ვადის განმავლობაში პირველად, რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა, რომლებიც ნავთობკომპანიებს „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ ეხება.
შესაბამის ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. ვაშინგტონმა მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე
სხვა სიახლეები
23.10.2025.16:38
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით არის გაზრდილი. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკვე მესამედ, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი დაასახელეს ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ტავ ჯორჯია მართავს და მოთხოვნა მის მომსახურებაზე წლიდან წლამდე იზრდება.
2025 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა ბათუმის აეროპორტში 32%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი - 90%.
მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო 2025 წლის აგვისტოში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში პირველად, ის ერთი თვის განმავლობაში 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა (213,636). ისტორიული იყო 2025 წლის 24 აგვისტო, როცა აღნიშნულმა აეროპორტმა დღის განმავლობაში 9000 მგზავრი გაატარა და 35 რეისი მიიღო და გააცილა“, - აღნიშნულია TAV Georgia-ს ინფორმაციაში.