American Express-ი საგადახდო ბარათებს საქართველოში მოქმედ ყველა საფინანსო ინსტიტუტს შესთავაზებს - სებ
ეროვნული ბანკი მიესალმება მომსახურების გლობალური კომპანია American Express-ის გადაწყვეტილებას საქართველოში საგადახდო სქემის გახსნის შესახებ.
2025 წლის 25 ივლისს, American Express-მა გავრცელებულ ინფორმაციაში დაადასტურა, რომ კომპანია მზად არის საკუთარი საგადახდო სქემა გახსნას საქართველოში მოქმედი ყველა შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტისთვის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს American Express-თან გლობალური ქსელის ბარათების ემისიასა და ექვაირინგზე საქართველოში.
American Express-ის გადაწყვეტილება საგადახდო სქემის გახსნის შესახებ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საგადახდო ინდუსტრიაში ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისკენ.
აღსანიშნავია, ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, რომელიც მისთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად, საფინანსო სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს.
საქართველოს საგადახდო კანონმდებლობა, რომლის კონცეპტუალურ საფუძველს ევროკავშირის საგადახდო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საგადახდო სისტემებსა და საგადახდო სქემებზე ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული წვდომის გარანტირებასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საგადახდო სფეროში კონკურენციის გაძლიერებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.18:00
Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :