მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

ამბროლაურის აეროპორტი 9 წლისაა!

news image

ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტს 9 წელი შეუსრულდა. პირდაპირი ფრენების დაწყებამდე თბილისიდან რაჭის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდებოდა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად, რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.

2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტმა 16 481 მგზავრსა და 1 060 რეისს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის და ადგილობრივი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის, რადგან აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.
„ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის ფუნქციონირებამ რაჭაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა. გაჩნდა ახალი სასტუმროები და გესთჰაუსები, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. ამ ეტაპზე აეროპორტში, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მხრიდან 20 ადამიანია დასაქმებული. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ამბროლაურის აეროპორტის 9 წლის იუბილე და მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. სამომავლოდ კი იმედს ვიტოვებთ, რომ გაცილებით აქტიური გახდება ჩვენს აეროპორტში ავიამიმოსვლა“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის იანვარში უკვე პირველი რეისი მიიღო. ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვადრატული მეტრია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

ტერმინალის არქიტექტურული პროექტი მანუჩარ მახათაძეს, ხოლო აეროპორტის ინტერიერის დიზაინი, აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერს, მარიამ ყარყარაშვილს ეკუთვნის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

24.03.2026.16:46

მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 27 მარტამდე გაგრძელდება. 

პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობას II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამისათვის, მათ 27 მარტამდე უნდა დაწერონ ბმულზე.

ინფორმაციისთვის, ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და დრო შეზღუდული არ არის.

ევერესტის ოლიმპიადის მეორე ტური დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. შედეგები კი 4 მაისს გამოქვეყნდება. 

ტესტირება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე: 

28 მარტი

თბილისი: ისანი - სკოლა შავნაბადა; დიდი დიღომი - სკოლა ინტელექტი

რუსთავი; ყვარელი; გორი; საჩხერე; თერჯოლა; ფოთი; ლანჩხუთი; ბათუმი; ამბროლაური.

29 მარტი 

თბილისი:  საბურთალო - მაღლივის ბიბლიოთეკა; ნახალოვკა - კერძო სკოლა ლამპარი

ქუთაისი; სენაკი; ზუგდიდი; ახალციხე.

რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა