ამბასადორის კუნძული აღარ არის სამშენებლო ობიექტი - ის ცოცხალი ორგანიზმია მიმდინარე მასშტაბური პროექტებით | გოჩა კამკია
შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძულის მშენებლობის პროექტი წარმატებით ხორციელდება. „ამბასადორ აილენდ ბათუმის” მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი - 46.9 ჰექტარი - შექმნილია, საიდანაც 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.
„ამბასადორის კუნძული აღარ არის სამშენებლო ობიექტი - ის ცოცხალი ორგანიზმია მიმდინარე მასშტაბური პროექტებით. ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე პირველი შენობა-ნაგებობის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და ეს არის ამბასადორის მულტიფუნქციური კომპლექსი. „ამბასადორი აილენდ ბათუმის”, როგორც ისტორიული პროექტის, საქართველოში განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიმყოფებით გარდამტეხ ეტაპზე. სექტემბერში დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰა შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, ხოლო იანვარში ვემზადებით ჯამურად 48 ჰა მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად. გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ კუნძულის განვითარების პარალელურად აქ შექმნილიყო მსხვილი ეკონომიკური პროცესები. კერძოდ, კომპანიამ მიიღო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა, სადაც დაწყებულია, როგორც აპარტამენტების, ისე სხვა უძრავი ქონების გასხვისების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ეს იქნება გამორჩეული შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსდება სასტუმრო, აპარტამენტები, საცურაო აუზები, ფიტნეს-ცენტრი, სხვადასხვა დანიშნულების გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ვერტოდრომი და სხვა მრავალი სივრცე, რომელიც აუცილებელია ადამიანების ცხოვრებისა და კომფორტული დასვენებისთვის“, -აცხადებს ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია.
აღსანიშნავია, რომ ამბასადორ აილენდსა და IG Development-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც 120 000 კვ.მ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.
სხვა სიახლეები
დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი
11.03.2026.11:07
სადაზღვევო კომპანია ალდაგში, მომხმარებლები, რომლებიც ქონების დაზღვევას, ონლაინ, onlineproperty.aldagi.ge - ზე შეიძენენ, საჩუქრად ბუნებრივი აირის სმარტ დეტექტორს მიიღებენ. პლატფორმა, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დააზღვიონ როგორც პირად მფლობელობაში არსებული ქონება, ასევე, ოჯახის წევრების ქონება, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
ალდაგის ქონების დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში, საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, სრულად მიიღებთ.
ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.
“ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლებს დაზღვევის სრულყოფილი და მოქნილი პროდუქტები შევთავაზოთ. ამჯერად, ქონების დაზღვევის შეძენა ონლაინ, გამარტივებულად არის შესაძლებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამორჩეული და ექსკლუზიური დაფარვებით. ამავდროულად, ალდაგის ქონების დაზღვევა მომხმარებელს არ ზღუდავს ლიმიტებით — არ არსებობს კვადრატული მეტრის მიხედვით განსაზღვრული დაფარვის ზღვარი და თან, ხელმისაწვდომი ფასია. შედეგად, ალდაგის დაზღვევით, მომხმარებელი იღებს სრულ ანაზღაურებას, რაც საშუალებას აძლევს დაზიანებული ქონება სრულად ჩაანაცვლოს ახლით,” - აცხადებენ ალდაგში;