ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს
ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს - აღნიშნულის შესახებ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს.
მისი თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება.
„გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს. გერმანული ხარისხისა და ეფექტურობის ინტეგრირება ჩვენს პროექტში არის ის, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობთ,“ - აცხადებს ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია.
თანამედროვე სამყაროში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალური ღირებულება იმ საერთაშორისო კავშირებშია, რომლებსაც ისინი გლობალურად, საერთაშორისო ასპარეზსა და ბაზრებზე ამყარებენ. ამბასადორი აილენდ ბათუმი კი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ყველაზე ამბიციურ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს, სწორედ ამ გლობალური ქსელის ახალ ცენტრად იქცა.
ცნობისთვის, ამბასადორი აილენდის გეოგრაფიული გაფართოება ევროპისკენ მნიშვნელოვან ფაქტებს აერთიანებს, სადაც მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან: პოლონეთთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებები, რაც პროექტის მულტინაციონალურ ხასიათს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
აღნიშნული პარტნიორობა როგორც საინვესტიციო, ისე ტექნოლოგიურ და კულტურულ გაცვლასაც მოიზრებს.
ამბასადორი აილენდის სამომავლო სტრატეგიის ერთ-ერთი ვექტორი, ამჯერად უკვე გერმანიისკენაა მიმართული, რომელიც ცენტრალური ევროპის უმსხვილეს ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამყარებს პროექტის საერთაშორისო იმიჯს, რომელიც დაგეგმვის ფაზიდან, აღსრულების, ცოცხალ ორგანიზმად ფორმირების ეტაპზე გადავიდა.
სხვა სიახლეები
მომავლის აგრონომია - ინოვაციური აგრო-სერვისი „აგრითაჩისგან“
16.03.2026.16:00
აგრო-საკონსულტაციო კომპანია „აგრითაჩი“ ინოვაციური სერვისის დანერგვას იწყებს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ეკა ვეფხვაძემ განუცხადა.
„მცირე ზომის ინოვაციური მოწყობილობა ბაღის მხოლოდ ერთი სკანირებით საშუალებას იძლევა, მიღებული იქნას დეტალური მონაცემები მთელი პლანტაციის შესახებ.
მოწყობილობას შეუძლია:
მოსავლის პროგნოზირება
• ბაღის მოსავლიანობის განსაზღვრა დაახლოებით 97%-იანი სიზუსტით - თითოეული ნერგის მიხედვით;
• კრეფის პერიოდების განსაზღვრა;
• სეზონის განმავლობაში მოსავლის დანაკარგების შეფასება.
კრეფის და მუშახელის დაგეგმვა
• კრეფის სიხშირისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა;
• მოსაკრეფი მოცვის რაოდენობის შეფასება;
• მკრეფავების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და ხარჯების ოპტიმიზაცია.
აგრონომიული მართვა
• მცენარის განვითარების ფაზების მონიტორინგი;
• დაავადებებისა და მავნებლების კონტროლის უკეთ დაგეგმვა;
• პრობლემური ზონების, სუსტი ან ჩავარდნილი ნერგების გამოვლენა;
• წამლობების გეგმის შედგენა ამინდისა და ფაზების მიხედვით.
ბაღის მენეჯმენტი
• აგროტექნიკური ღონისძიებების დროული დაგეგმვა;
• გასხვლის სწორად დაგეგმვა ჯიშების მიხედვით;
• დამამტვერიანებლების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა.
ეს არის ახალი ეტაპი მონაცემებზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობაში “, - აცხადებს ეკა ვეფხვაძე.
ინფორმაციისთვის, „აგრითაჩი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.