„ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის” ბაზარზე Eagle Hills-ის მსგავსი კომპანიის გამოჩენა არის ძალიან მისასალმებელი, რადგანაც საქართველოში ვახორციელებთ ისტორიულ პროექტს - გოჩა კამკია
არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიას Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - 6.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ორი პროექტი განხორციელდება.
კომპანია Eagle Hills, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.
საინტერესოა, როგორ აფასებს ქართული ბიზნესი ქვეყანაში Eagle Hills-ის შემოსვლას. ამ და სხვა კითხვებით Business Insider Georgia „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურ დირექტორს, გოჩა კამკიას, გაესაუბრა.
რა ეფექტი ექნება Eagle Hills-ის ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაზე?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში დაანონსებული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის და პირდაპირ უკავშირდება უცხოურ ინვესტიციას, რომელიც შემდგომში ქვეყნის GDP-ზე მოახდენს გავლენას და ქვეყანას ბევრად უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიო ბაზრებზე.
გარდა ამისა, ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადების ზრდას, ეკონომიკური აქტივობის მატებას და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ორ ლოკაციაზე - როგორც თბილისში, ასევე ბათუმში - ინფრასტრუქტურის განვითარებას.შესაბამისად, ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებული შეხვდება საერთაშორისო მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორებს. ასევე შესაძლებელი გახდება საზოგადოებაზე ორიენტირებული, ძალიან მაღალი დონის პროექტების განხორციელება საქართველოში.
შესაბამისად, ეს არის მისასალმებელი ფაქტი და ყველამ - როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ და ბიზნეს სექტორმა - დიდი ნიშნულით უნდა უგულშემატკივროს ამ პროექტს.
თქვენი შეფასებით, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ინვესტიციას უშუალოდ მშენებლობისა და დეველოპმენტის სექტორზე?
უდავოა, რომ Eagle Hills-ის დაანონსებულ პროექტს, როგორც სამშენებლო-დეველოპერულ, ასევე ტურისტული მიმართულებით და მომსახურების სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიებისთვის, წარმოუდგენლად პოზიტიური გავლენა ექნება, ვინაიდან ეს ქმნის საქართველოში ახალ შესაძლებლობებს და აყენებს მოთხოვნას უფრო ხარისხიან პროდუქტებზე.
დაინერგება მეტი ინოვაცია და ბიზნესი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი კომპანიისთვის მსგავსი კონკურენტის გამოჩენა ბაზარზე ძალიან მისასალმებელია, ვინაიდან ჩვენ საქართველოში ვახორციელებთ ისტორიულ პროექტს და მივიღეთ დიდი ბიზნეს-გადაწყვეტილება, როცა ვენდეთ ადგილობრივ ბაზარს. შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო გლობალური მოთამაშე იგივე ბაზარს უერთდება - ეს ყველასთვის ზრდის შესაძლებლობებს.
შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც დასაქმებულია ტურისტულ, სამშენებლო თუ დეველოპერულ სფეროში, რომ ამ ყველაფერს შეხვდნენ მომზადებულად და ეძებონ მხოლოდ შესაძლებლობები.
როგორ შეაფასებდით იმ გამოხმაურებას, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ ინვესტიციასთან დაკავშირებით?
მსგავსი მსხვილი პროექტების განხორციელებისას, როგორც კრიტიკული მოსაზრებები, ასევე პოზიტიური თუ ნეგატიური შეფასებები, თანმდევი მოვლენაა. მსგავს პროექტებს სჭირდება პროცესის სწორი მართვა, საზოგადოების ინფორმირება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ამ პროექტს ჰყავს ძალიან მსხვილი მოთამაშეები - როგორც სახელმწიფო, ისე გლობალური საერთაშორისო კომპანია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარიმართება აბსოლუტურად სწორად და საბოლოოდ ის პირები, რომლებსაც დღეს აქვთ კითხვები პროექტთან დაკავშირებით, თავად გახდებიან ამ შესაძლებლობების მონაწილეები და მიიღებენ უშუალო სარგებელს შედეგების თვალსაზრისით.
რამდენად დაასტიმულირებს ინვესტიცია სხვა ინვესტორებს და ახალი ინვესტიციების მოზიდვას?
თუ Eagle Hills-ის ისტორიას გადავხედავთ, კომპანიის მენეჯმენტმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია ისეთ ძლიერ ქვეყანაში, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანაშიც კომპანია პოზიციონირებდა, როგორც გლობალური შესაძლებლობების შემქმნელი.
შესაბამისად, ამ პროექტში მონაწილე პირები იყვნენ ამერიკელები, ევროპელები, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები. როდესაც მსგავსი კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ გეოგრაფიაში ინვესტირების შესახებ, ეს ყოველთვის განიხილება, როგორც გლობალური შესაძლებლობების სივრცე.
აქედან გამომდინარე, Eagle Hills-ის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე. ვინაიდან ამ კომპანიის მიერ სხვა ქვეყნებში განხორციელებული მასშტაბური პროექტები უკავშირდება დიდ წარმატებებსა და სანდოობას, საქართველოც სწორედ მსგავსი შინაარსით იქნება აღქმული — რაც პირველ რიგში აუცილებელია ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად ნებისმიერ სახელმწიფოში.
როგორ აფასებთ იმ ნაწილს, რომ საქართველოს პროექტის 33%-იანი წილის თანაპარტნიორი გახდა?
ინვესტიციისა და თავად პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოს მხარდაჭერად პროექტის მიმართ, რაც აუცილებელია მისი უსაფრთხო განხორციელებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფოს მონაწილეობა უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.
აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ბიზნესი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები ერთ კომპონენტადაა გაერთიანებული, პროექტი ძლიერად პოზიციონირდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არენაზე.
ამასთან, ამას აქვს გვერდითი დადებითი ეფექტებიც. აღვნიშნავ ორ გარემოებას: პირველი - მსგავსი პროექტების განვითარებისას ეს არის მესიჯი, რომ ქართული სახელმწიფო წარმოადგენს მსხვილი ბიზნესის სანდო პარტნიორს, რომელსაც შეუძლია წარმატებით ითანამშრომლოს მსხვილი პროექტების განხორციელებაში; მეორე - ეს არის მკაფიო სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის ბიზნეს-მეგობრული სახელმწიფო.
გარდა საკანონმდებლო ჯანსაღი ინიციატივებისა, სახელმწიფო თავად დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა ქვეყანაში განხორციელდეს მსხვილი პროექტები - რაც ძალიან მკაფიო მესიჯია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში შემდგომი ინვესტიციები იქნება მხარდაჭერილი და უსაფრთხოდ განხორციელებული.
სხვა სიახლეები
ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს
11.12.2025.16:00
წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.
12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.
განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.
საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:
ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.
