ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტის ინიცირება საქართველოში გლობალური ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში მოვახდინეთ - გოჩა კამკია
„ბედნიერები ვართ, რომ ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტის ინიცირება მოვახდინეთ საქართველოში, გლობალური ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში და დღეს ჩვენ გვაქვს ტრანსფორმაციულად საოცარი შედეგები პროექტის განვითარების თვალსაზრისით - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა.
„თავად პროექტი, ეს არის ახალი სიტყვა, შავ ზღვაში, უძრავი ქონების განვითარებისა და მისი ახალ სიმაღლეზე აყვანის თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს, როგორც სასტუმროებს, ისე აპარტამენტებს, ვილებს, იახტკლუბს, ვერტოდრომს, საგანმანათლებლო-სამედიცინო დაწესებულებებს და ა.შ. პროექტი, თავიდან ბოლომდე საზოგადოების კეთილდეობაზეა ორიენტირებული, ვინაიდან ტერიტორისს 49% დათმობილია საჯარო, სარეკრეაციო სივრცეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში პირველად წარვადგინეთ საერთაშორისო მასშტაბის, საზოგადოებაზე ორიენტირებული, ჰარმონიული თანაცხოვრების კონცეფცია.
„ამბასადორი აილენდის” პროექტი განხორციელების შემდგომ, წლიურად, 65 მლნ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს ქვეყნის ბიუჯეტში. პარალელები რომ გავავლოთ, ჩვენ შეგვიძლია ღია, საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ეს არის ზუსტად ის ეკონომიკური მონაცემები, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს,” - განაცხადა გოჩა კამკიამ.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებული გვაქვს - გოჩა კამკია
22.12.2025.12:37
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებული გვაქვს, - აცხადებს Ambassadori Island Batumi-ს გენერალური დირექტორი გოჩა კამკია, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება წინასწარ გაწერილ განვითარების გეგმას დაახლოებით 5 წლით უსწრებს.
„ვინაიდან 26 ჰა უკვე მივიღეთ ექსპლუატაციაში და 48 ჰა უკვე გვაქვს განაშენებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია. ამ მაჩვენებლებით კი ჩვენ დაახლოებით 5 წლით ვუსწრებთ იმ საინვესტიციო ვადებს, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე გვაქვს აღებული.
2026 წელი ჩვენთვის ძალიან საქმიანი იქნება, ვინაიდან დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში ვართ გადასულები და ამ დროისათვის ტერიტორიაზე სხვადასხვა დაგეგმილი პროექტი განხორციელდება.
კუნძულზე ულტრათანამედროვე კომპლექსის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და მომავალ წელს ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაც იგეგმება.
ვინაიდან უკვე გაცემულია შესაბამისი ნებართვა, ტონინო ლამბორგინის თაუერის პროექტის განხორციელებაც მომავალ წელს დაიწყება.
ბათუმის ამბასადორის კუნძული არ არის უბრალოდ სამშენებლო ობიექტი, ის უკვე ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მასპინძლობს მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებს და მზად არის როგორც დანარჩენი ბიზნესისთვის, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რათა მოხდეს ახალი პროექტების მიღება. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გამართული ინფრასტრუქტურა“, - განმარტავს კამკია.