მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას მოვახდინოთ ჩვენი მრავალწლიანი საინჟინრო გამოცდილების სათანადო რეალიზება - Yüksel Proje

news image

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის საინჟინრო დიზაინზე, საერთაშორისო კომპანია Yüksel Proje მუშაობს, რომელსაც სხვა მასშტაბურ პროექტებთან (აქუიუს ატომური ელექტროსადგური, კომერციული პორტები) ერთად, შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის (ორდუ-გირესუნის აეროპორტი, ტრაბზონის აეროპორტი) პროექტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წარმატებული გამოცდილება აქვს. 

როგორც კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ქემალ ქარაოღლუ აღნიშნავს, საქართველო წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ ახდენს მულტინაციონალური კომპანიების ერთობლივი საქმიანობა რეალურ და ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას

დღესათვის ჩვენი საქმიანობა მოიცავს 38 ქვეყანას სამ კონტინენტზე. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, საქართველო, არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება ეფექტიანი გადაწყვეტილებების დანერგვით ხელშესახები პოზიტიური გავლენა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, საზღვაო და სანაპირო ინჟინერიის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით,“ - აღნიშნავს კომპანიის ვიცე თავმჯდომარე

ინტერვიუს მიმდინარეობისას კომპანიის საზღვაო და სანაპირო სტრუქტურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  მუსტაფა ესენმა აღნიშნა:ჩვენ გვჯერა, რომ Yüksel Proje- ფართო გამოცდილებამ, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე, წაახალისაამბასადორი ჯგუფი“ ჩვენთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ამ უნიკალურ პროექტში გამოვავლინოთ. ამბასადორის კუნძულის პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, სხვადასხვა ფუნქციური სივრცეები - ტურისტული, კომერციული, საცხოვრებელი და გასართობი მიმართულებები ერთ ტერიტორიაზე გაგვეერთიანებინა. ეს პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ კონცეფციები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენს საინჟინრო მრავალწლიან გამოცდილებას, ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების ხედვას“.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება

06.02.2026.20:25

„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება | 

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, „პრაიმ მედია გლობალი“ წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში, ამ მიმართულებით, არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავალთვიანი მოლაპარაკება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან და შედეგად, ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი სხვა მედიასაშუალებები ამიერიდან სწორედ „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში გადმოვა. 

ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას. 

მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ „იმედი“ არის უპირობო ლიდერი ქართულ მედიასივრცეში და ჩვენი მიზანია ამ შედეგის გაფრთხილება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს არის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, დეტალურად კი ჩვენი გეგმების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა