„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციური პროექტი გლობალური მედიის ყურადღების ცენტრშია
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მონაწილეობამ კანის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე (MIPIM) საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. უცხოური გამოცემები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამბასადორის კუნძულის პროექტი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პლატფორმად იქცა.
Business Insider-ის ინფორმაციით, ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პლატფორმად იქცა.
გამოცემა, მსოფლიო საინვესტიციო სიახლეების სექციაში, სწორედ პროექტის მიმზიდველობაზე ამახვილებს ყურადღებას.
გამოცემა Real Asset Insight-ის შეფასებით, პროექტის წარდგენისას მთავარი აქცენტი გარემოსდაცვით ასპექტებსა და ეკოლოგიურ მდგრადობაზე გაკეთდა, რაც თანამედროვე ურბანული განვითარების პრიორიტეტია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პროექტს არქიტექტურულ ღირებულებასთან ერთად, სტრატეგიული ხედვაც გამოარჩევს, რომელიც შავი ზღვისპირეთს ახალ სიცოცხლეს სძენს და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აპოზიციონირებს.
პარალელურად, Biztoday.news მკითხველს „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას აცნობს, რომელიც გლობალურ საინჟინრო კომპანია, ARUP-თან პარტნიორობით შემუშავდა. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულისთვის ერთიანი სტრუქტურის შექმნას, რომელიც აერთიანებს მოწინავე ციფრულ ინფრასტრუქტურას, მდგრად ურბანულ დაგეგმარებასა და ოპერაციულ მართვას.
საინვესტიციო გეგმით ახლო აღმოსავლეთშიც დაინტერესდნენ. როგორც Saudishopper.com.sa იუწყება, საუდის არაბეთის ბიზნეს წრეებში პროექტის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს, რაც პროექტში გათვალისწინებული ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირებითაა განპირობებული.
RLI.uk.com-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამბასადორის კუნძული მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას. „ჭკვიანი ქალაქის“ მოდელი უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტს, ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მაღალტექნოლოგიურ სექტორში, რაც საქართველოს პოზიციას, გლობალურ საინვესტიციო რუკაზე მნიშვნელოვნად გაამყარებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.14:00
საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.
„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.
სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:
• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.
თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.