ამანათების გამოწერა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნიდან - Kiwi Post-ი ახალ მიმართულებას ამატებს
Kiwi Post-ი საკუთარ მომხმარებლებს მალე ახალ მიმართულებას შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებს კიდევ ერთი ქვეყნიდან ამანათების გამოწერის საშუალება ექნებათ.
როგორც Business Insider Georgia-თან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, კომპანია საკუთარ მომხმარებლებს ახალ მიმართულებასთან ერთად ახალი სერვისსაც შესთავაზებს.
„ჩვენ უახლოეს მომავალში ახალი, ინოვაციურ პროდუქტს ვუშვებთ, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს სხვა გამოცდილებას მისცემს და ბევრად უფრო კომფორტულს გახდის ამანათის მიღებას.
ასევე უახლოეს მომავალში ვამატებთ ახალი მიმართულებას“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ. მისივე განმარტებით ახალი მიმართულება ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იქნება, ხოლო რაც შეეხება ინოვაციურ, ახალ სერვისს მისი გაშვება მაისის ბოლოდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ Kiwi Post-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი Kiwi Post-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
07.04.2026.13:12
2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.
ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.