მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკებები მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 2027-28 წლებში მზაობის თაობაზე, რომ ის მზადყოფნაში იყოს მომატებული მგზავრთნაკადისთვის – თეა ზაქარაძე

news image

“აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის, როგორც 2026-2027 წლებში და ასევე შემდეგაც”- ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.

ზაქარაძის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მატებაა და TAV Georgia ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაზრდილი ტრაფიკი უპრობლემოდ გაატაროს. 

როგორც ცნობილია კომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება და ამ ფონზე საინტერესოა, რა ტიპის კომუნიკაციაა ოპერატორ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.

“ამ მოლაპარაკებებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეტყვით იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობის საკმაოდ კარგი მატება გვაქვს და შესაბამისად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის 2026-ში, 2027-შიც და მერეც… შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მხოლოდ აეროპორტის 2027-28 წლებში მზაობის თაობაზე, რომ აეროპორტი მზადყოფნაში იყოს იმ მომატებული ტრაფიკისთვის, იმ მგზავრთნაკადისთვის რაც დღეს გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში” - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

კითხვაზე განაგრძობს თუ არა TAV Georgia-ს ​ინვესტიციების განხორციელებას, თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ “ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას. გავაგრძელებთ 2026-შიც და 2027-შიც, დანარჩენი კი უკვე როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს”.

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკებები მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 2027-28 წლებში მზაობის თაობაზე, რომ ის მზადყოფნაში იყოს მომატებული მგზავრთნაკადისთვის – თეა ზაქარაძე

26.04.2025

“აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის, როგორც 2026-2027 წლებში და ასევე შემდეგაც”- ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.

ზაქარაძის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მატებაა და TAV Georgia ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაზრდილი ტრაფიკი უპრობლემოდ გაატაროს. 

როგორც ცნობილია კომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება და ამ ფონზე საინტერესოა, რა ტიპის კომუნიკაციაა ოპერატორ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.

“ამ მოლაპარაკებებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეტყვით იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობის საკმაოდ კარგი მატება გვაქვს და შესაბამისად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის 2026-ში, 2027-შიც და მერეც… შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მხოლოდ აეროპორტის 2027-28 წლებში მზაობის თაობაზე, რომ აეროპორტი მზადყოფნაში იყოს იმ მომატებული ტრაფიკისთვის, იმ მგზავრთნაკადისთვის რაც დღეს გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში” - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

კითხვაზე განაგრძობს თუ არა TAV Georgia-ს ​ინვესტიციების განხორციელებას, თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ “ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას. გავაგრძელებთ 2026-შიც და 2027-შიც, დანარჩენი კი უკვე როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს”.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა