მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ამ ეტაპზე 6 მიმდინარე პროექტი გვაქვს - m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

news image

კომპანია m² დღეისათვის რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომლებზედაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიტა კიკნაძემ განაცხადა, კომპანიის მიმდინარე პროექტები სრულად პასუხობს  m²-ის მისიას.

„ამ ეტაპზე გაქვს 6 მიმდინარე პროექტი, სხვადასხვა უბნებში რა საკვირველია. m3 საბურთალო, m² Highlight  და m² ნუცუბიძეზე 2, დიდუბეში გვაქვს - m² მირცხულავაზე, ნაძალადევში -  m² ჭყონდიდელზე, ოქროყანაში - m² მთაწმინდის პარკთან.
ზოგადად მიმდინარე პროექტები სრულად პასუხობს კომპანიის მისიას. ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი ადგილები, რომლებიც ერთმანეთს დააკავშირებენ ადამიანებს ოჯახის წევრებთან, საკუთარ თავთა და შეძლებენ, რომ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით. შესაბამისად ყველა ჩვენს პროექტში ასეთი სივრცეების არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ სტანდარტს მივყვებით“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, საფასო სეგმენტის კუთხით უბნების და პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, m² უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".

კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სახლების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის სახლებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.

2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2,600 ოჯახზეა გათვლილი.

m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:

m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.

დღეისათვის კომპანია m²-ს აქვს შემდეგი მიმდინარე პროექტები:

m² Highlight, m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2, m² მთაწმინდის პარკთან.

„ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავიშრებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით“, - აცხადებენ კომპანიაში. 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Networking Georgia 2025 – სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა 

03.10.2025.19:17

კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და  ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.
,,სტუდიო ლიბერთის მიზანია ხელი შეუწყოს   ბიზნეს იდეების გაცვლასა და საქმიანი პარტნიორობის გაძლიერებას. 

„Networking Georgia,  სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთ სივრცეში თავმოყრის კარგი გამოცდილებაა.   ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის ზრდას, არამედ თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ემსახურება,“ - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.

სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა