მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

ალუმინის სისტემების ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში - არქლაინის წარმატებული ნაბიჯი

news image

ალუმინის სისტემების ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში - არქლაინის წარმატებული ნაბიჯი

არქლაინ ენჯინეარინგი ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც შეძლო ალუმინის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების ექსპორტის წარმატებით განხორციელება შეერთებულ შტატებში. დღესდღეობით კომპანია უკვე სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ალუმინის სისტემებს არა მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლებს, არამედ ამერიკელ კლიენტებსაც.

ამ ეტაპზე ექსპორტი მოიცავს ალუმინის კარ-ფანჯრებს, ვიტრაჟებს, სლაიდურ სისტემებს და ფასადურ კონსტრუქციებს.

რა გამოწვევები ახლდა თან ამ პროცესს, როგორია ამერიკელი მომხმარებლის მოთხოვნები და რა გეგმები აქვს კომპანიას? ამ თემებზე ვესაუბრეთ კომპანიის კომერციულ დირექტორს — მარიამ ჯაფარიძეს.

1. რას მოიცავს ექსპორტი და რა პროდუქტებს სთავაზობთ?

„არქლაინი“ სპეციალიზებულია ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოებასა და რეალიზაციაში. ჩვენი ექსპორტი მოიცავს არა მხოლოდ სტანდარტულ, არამედ პერსონალიზებულ შემინვით სისტემებსაც, რომლებიც სრულად ადაპტირებულია ამერიკული ბაზრის ტექნიკურ და ესთეტიკურ მოთხოვნებთან.

ამ ეტაპზე ვაწვდით მაღალი ხარისხის ალუმინის კარ- ფანჯრებს, თანამედროვე დიზაინის მქონე სლაიდურ კარებს და საფასადე სისტემებს კომერციული და საცხოვრებელი ობიექტებისთვის.

2. რა გამოწვევებს გაუმკლავდით ექსპორტის განხორციელებამდე?

ამერიკის ბაზარზე შესვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კომპანიისთვის და მოითხოვდა სიღრმისეულ კვლევასა და მომზადებას. ჩვენი გუნდი დეტალურად გაეცნო ადგილობრივ რეგულაციებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ამ ბაზარზე წარმატებით საქმიანობისთვის.

სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი ხარისხის სტანდარტები, რაც ამერიკის ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს წარმოებასთან უკვე თანხვედრაში იყო. სწორედ ამიტომ, ექსპორტის გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალე შევძელით საწყის ეტაპზე ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გასვლა, როგორებიცაა: ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ფლორიდა და ჯორჯია.

ამასთან, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს დასავლეთ სანაპიროს შტატებთანაც — მათ შორის კალიფორნიასა და ტეხასთან. ეს რეგიონები გამოირჩევა სწრაფად მზარდი მშენებლობის სექტორითა და ინოვაციური არქიტექტურული მიდგომებით, რაც სრულად შეესაბამება „არქლაინის“ ხედვასა და პროდუქციის ხასიათს.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაფართოვოთ ექსპორტის არეალი და გავაცნოთ ამერიკელ მომხმარებლებს ქართული წარმოება.

 

3. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის აღნიშნული ექსპორტი?

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოებები განვითარდეს და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ამაღლებს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას სამშენებლო სფეროში.

ამერიკაში შესვლით ჩვენ არამარტო „არქლაინის“ საერთაშორისო მასშტაბით განვითარებას ვაძლიერებთ, არამედ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობასაც ვზრდით. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქართულ ინდუსტრიას შეუძლია გლობალურ ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

4. რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები?

ამერიკის ბაზარზე შესვლა „არქლაინის“ საერთაშორისო განვითარების პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია, თუმცა ამით ჩვენი ამბიცია არ სრულდება. მომდევნო წლებში ვგეგმავთ ექსპორტის გაფართოებას ევროპის მიმართულებით — განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი და იტალია.

ამ ქვეყნებში ალუმინის კარ-ფანჯრებზე და ენერგოეფექტურ არქიტექტურულ სისტემებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც „არქლაინისთვის“ დიდ შესაძლებლობად იქცა. ამ ეტაპზე უკვე ვატარებთ ბაზრის კვლევებს და ვმუშაობთ ადგილობრივი სტანდარტებისა და რეგულაციების დეტალურ შესწავლაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ „არქლაინის“ სახელწოდება მომავალში ასოცირებული იქნება ხარისხთან, ინოვაციასთან და სანდოობასთან — როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამ გზით ვაგრძელებთ განვითარებას და ვმკვიდრებთ საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის სახელს გლობალურ ბაზარზე.

6. ამჯერად რა სერვისებით შეუძლია ქართველ მომხამრებელს ისარგებლოს?

არქლაინის“ პროდუქცია სრულად ხელმისაწვდომია როგორც კორპორატიული, ისე ფიზიკური მომხმარებლისთვის საქართველოში. ჩვენი შეთავაზება მოიცავს: ალუმინის კარ-ფანჯრებს,  სლაიდურ კარებს,  მინის მოაჯირებს, ფასადურ სისტემებსა და კომპოზიტურ პანელებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებთან — მათთან, ვისაც სურს საკუთარ სახლს შესძინოს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და უსაფრთხო არქიტექტურული ელემენტები.

„არქლაინის“ საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ზუსტი, ხარისხიანი და მძლავრი პროდუქტი შევთავაზოთ თითოეულ კლიენტს. ჩვენთვის უმთავრესია ხარისხი, სიზუსტე და მომხმარებლის კმაყოფილება — ეს არის პრინციპები, რომლებზეც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დგას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, პროექტის ბიუჯეტის დასადგენად ან სხვა კითხვებისთვის მიმართეთ კომპანიას  (+995) 511 107 479

www.archline.ge

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს 2500-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

02.06.2025.16:27

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი იმართება, რომლის მიზანი გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენა და მათი დაფასებაა. 

წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო 2455 მასწავლებელს კი ნომინირება გაუწიეს. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, ნომინირება გაეწია სასურველი მასწავლებლისთვის ან თავად შეევსო განაცხადი.

კონკურსის მისაღები ეტაპი დასრულდა. მალე მიღებული აპლიკაციების ტექნიკურად შემოწმება მოხდება. ივნისის ბოლოს მასწავლებელთა ათეული გამოვლინდება, რის შემდეგაც ფინალურ ტურში 5 მასწავლებელი გადავა. 

5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. 

გამარჯვებულს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. 

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები - EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

ამასთან, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა