მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

ალტერნატიული ქუთაისი - კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

news image

23 ოქტომბერს, ქუთაისში, „რეფლექტორმა“ პროექტის - „ალტერნატიული ქუთაისი“ - კატალოგის პრეზენტაციას უმასპინძლა. კატალოგის გამოცემა და მისი წარდგენა თიბისის მხარდაჭერითგანხორციელდა.

პროექტი “ალტერნატიული ქუთაისი” იკვლევს პოსტსაბჭოთა პერიოდის ქუთაისში აღმოცენებული ანდერგრაუნდული ხელოვნების სცენის ისტორიის, როგორც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციასა და პოსტ-ინდუსტრიული ხელოვნების კულტურული მარშრუტის წარდგენას. 

პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, ქუთაისში გაიმართა გამოფენა იგივე სახელწოდებით, სადაც წარმოდგენილი იყო 90-იანი წლების ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტები, ფოტო/აუდიო/ვიდეო მასალები. ეს მასალები პროექტის არსებობამდე გაფანტული იყო არტისტებსა და ანდერგრაუნდ სცენის მაშინდელ თაყვანისმცემლებთან (აფიშები, აუდიო კასეტები, მაისურები და ა.შ.).

ახლა კი, ამ პროექტის ფარგლებში, დაიბეჭდა კატალოგი, რომელშიც გაერთიანებულია სწორედ ის მასალები, რაც 2024 წელს, გამოფენაზე იყო გამოტანილი. წიგნში, მასალებთან ერთად, თავმოყრილია კვლევის შედეგებიც.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია “ალტერნატიული ქუთაისის” მხარდაჭერა, რადგან ეს პროექტი შესანიშნავად გამოხატავს ქალაქის კულტურის მდიდარ ისტორიას, მის იდენტობას; იმ კულტურულ მოუსვენრობას, რაც ამ არაჩვეულებრივი ქალაქისთვისაა დამახასიათებელი. 

ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტებისა და კვლევის შედეგების თავმოყრა და გამოცემა კი, ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი თაობა გაეცნოს და აღმოაჩინოს აქამდე უცნობი ამბები და ისტორიები, რაც მათთვის ინსპირაციადაც შეიძლება იქცეს. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Biodiesel Georgia-მ ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყო

24.10.2025.18:00

Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯიას ბიზნეს მოდელი ეტაპობრივად ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჰოლდინგის დამფუძნებელმა, მურმან პატარაიამ განაცხადა, მათ საწარმოში ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყეს.

„ჰოლდინგმა Biodiesel Georgia-მ დაამატა ახალი მიმართულება ბიზნესში. ჩვენ დავიწყეთ ცხოველური ცხიმების შეგროვება სასაკლაოებიდან, რომელსაც ადგილზე ვამუშავებთ და ბიოდიზელის საწარმოებლად გამოვიყენებთ. აღნიშნული ნედლეული წლების განმავლობაში ნაგავსაყრელებზე იყრებოდა. საუბარი მაქვს გამოუყენებელ ნედლეულზე, რომელიც გარემოს ზიანს აყენებდა. დღეს Biodiesel Georgia-მ გადაწყვიტა, ეს ნედლეული გამოიყენოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მას ასევე მივაწვდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. ეს იქნება ნაბიჯი ნარჩენების მართვის, გარემოზე ზიანის შემცირების და ბიოდიზელის წარმოების განვითარებისთვის“, - აცხადებს მურმან პატარაია.

ამ დროისთვის Biodiesel Georgia ზუსტ მონაცემებს არ ფლობს, თუ რა მოცულობის ცხოველური ცხიმების შეგროვება და გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

„მოლოდინი ნედლეულთან დაკავშირებით ზუსტად არ ვიცი. ამაზე დეტალური მონაცემები ძალიან მალე გვექნება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობილია, რომ ახალი საწარმო ვაზიანში, Green Hub-ის ტერიტორიაზე შენდება, რომლის ინვესტიციის მოცულობა რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

„რაც შეეხება ახალი საწარმოს მშენებლობას, ამ დროისთვის გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა ჰარმონიზდეს. პროცესის დასრულების შემდეგ აქტიურად გავაგრძელებთ წარმოების მშენებლობას. საუბარია ახალ გადამამუშავებელ საწარმოზე Green Hub-ზე. ამჟამად ველოდებით რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის ჰარმონიზებას, შემდეგ კი აქტიურად გავაგრძელებთ მშენებლობას“, - აღნიშნავს მურმან პატარაია.

სამომავლოდ Biodiesel Georgia ბიოგაზის წარმოებასაც გეგმავს. აღნიშნული პროექტიც Green Hub-ის ტერიტორიაზე განხორციელდება. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო Biodiesel Georgia ქვემო ქართლში ახორციელებს ახალ პროექტს Green Hub, სადაც არამხოლოდ ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავმოყრილია ყველა გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება.

Biodiesel Georgia-მ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული, განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავის წარმოება გამოყენებული მეორადი საკვები ზეთისგან.

გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში.

ბიოსაწვავის მწვანე პროექტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას და შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„ვამაყობთ, რომ ჰოლდინგი Biodiesel Georgia დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი Meliora 2022 - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.

პირველი წარმატებული „მწვანე“ პროექტის შემდეგ, ჰოლდინგმა Biodiesel Georgia დაიწყო მსგავსი ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა გამოყენებული მინერალური ზეთების შეგროვება და გადამუშავება. ნარჩენები აგროვდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადგილზე ვამუშავებთ და ვექსპორტავთ პარტნიორ კომპანიებთან ევროკავშირის ბაზარზე, ბაზელის კონვენციის რეგულაციების სრული დაცვით.

ჰოლდინგი მუდმივად ვითარდება და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი „მწვანე“ პროექტი – ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოება საქართველოში. იგი მიიღება სხვადასხვა ნარჩენებისგან, როგორიცაა: კვების ნარჩენები ჰორეკა ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ. ბიოგაზიდან გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება სხვადასხვა საბოლოო ბენეფიციარისთვის.

Biodiesel Georgia მოწინავე პოზიციაზეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ნარჩენების მართვაში, ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებაში და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში. ჰოლდინგი სწრაფად ზრდის ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბებს და ტენდენციებს, ხოლო ახალი, უფრო დიდი თანამედროვე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე.

Biodiesel Georgia ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია კერძო კომპანიას მოუტანოს სარგებელი ეკონომიკას, ეკოლოგიას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა და შეუწყოს ხელი საქართველოს მდგრად განვითარებას“, - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა