მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0064
flag
AZN 1.5907
-0.0015
flag
CNY 37.678
-0.0029
flag
EUR 3.1366
-0.0166
flag
GBP 3.6275
-0.018
flag
KZT 50.32
-0.0002
flag
TRY 0.066
-0.0001
flag
USD 2.7051
-0.0017

ალიანს ჯგუფი - უნიკალური კონცეფციის, მულტიფუნქციური კომპლექსების ავტორი უძრავი ქონების ბაზარზე

news image

სამშენებლო-დეველოპერული სექტორის ლიდერი კომპანია ალიანს ჯგუფი”, ამ ეტაპზე რამდენიმე მულტიფუნქციურ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. უახლესი კომპლექსი, რომლის Presale შეთავაზებაც “ალიანსმა” ახლახანს დაანონსა, “ალიანს რენესანსია.

 

„ალიანს რენესანსი“ მორიგი ინოვაციური, კავკასიაში პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტია, რომელიც საქართველოს კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს.  

მულტიფუნქციური კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B და C თაურებს, ისევე როგორც თანამედროვე სტანდარტის საინვესტიციო აპარტამენტებს, დამოუკიდებელ, 14-სართულიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და 15 სახეობის უნიკალურ, თერაპიული პროცედურის სივრცეს, რითაც აერთიანებს 3 ძირითად მიმართულებას: საინვესტიციოს, სპორტულსა და გამაჯანსაღებელს.

რეგიონული მნიშვნელობის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსი იდეალურად ერწყმის ქობულეთის ბუნებრივ ლანდშაფტს და აგრძელებს ქალაქის ისტორიულ, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ ისტორიას.

გამაჯანსაღებელი კომპონენტებითა და თერაპიების მრავალფეროვნებით დივერსიფიცირებულ “ალიანს რენესანსში” ინტეგრირებული იქნება ისეთი ტიპის პროგრამები, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, გასტროენტეროლოგიური, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, დერმატოლოგიური, ესთეტიკური, ნუტრიციოლოგიური, პოსტ-ტრავმატული.

„ალიანს რენესანსის“ მთავარი ინფრასტრუქტურული კომპონენტები: 

  • თანამედროვე სტანდარტის საინვესტიციო აპარტამენტები; 
  • საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი; 
  • 15-ზე მეტი უნიკალური თერაპიული სივრცე; 
  • 3 სახეობის აუზი - ღია, დახურული, ინფინიტი; 
  • რესტორანი, ლაუნჯი და ინფინიტ აუზის ბარი; 
  • ფიტნეს და იოგის დარბაზები;
  • მინერალური სპა და ფინური საუნა.

გარე სივრცის კომპონენტები: 

  • მინი გოლფი, იაპონური გარდენია, ბავშვთა გასართობი სივრცე. 

შიდა სივრცის სპორტული კომპონენტები

სქაიდაივინგი, Citywave სერფინგი, Climbing სივრცეები, კედლის ჩოგბურთი (Squash).

კერძო სანაპირო და ზღვის აქტივობები: 

  • Flite Scooter, Flyboarding, აქვა პარკი, ქვიშის ფრენბურთის მოედანი, ალიანს რენესანსის კერძო სანაპირო.

„ალიანს რენესანსი“, გონივრული ინვესტიციის განხორციელების გარდა, კომპლექსის მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, იშვიათი თერაპიებისა და პროცედურების ერთ სივრცეში ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.  

 

„ალიანს რენესანსის“ უნიკალური ლოკაცია, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული კომპონენტები, სპორტული და ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების ნაირსახეობა, მოიზიდავს ველნეს მაღალშემოსავლიან ტურისტებს, ხელს შეუწყობს კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთის პოპულარიზაციასა და ველნეს ტურიზმის წინ წამოწევით, ეკონომიკის განვითარებას რეგიონში“, - განმარტავენ „ალიანს ჯფუფში“.

გარდა ამისა, კომპანია აქტიურად განაგრძობს მასშტაბური კომპლექსების ინტეგრირებას ბათუმსა და თბილისში:

როგორც Business Insider Georgia-ს „ალიანს ჯგუფმა“ განუცხადა, „ალიანს ცენტროპოლისი“ რეგიონის ყველაზე მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც ერთ სივრცეში მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, რეგიონის პირველ მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა (WTC) და მის საგამოფენო სივრცეს, 5* სასტუმრო ბრენდ Hyatt Centric Boulevard Batumi-ს და 24 ინფრასტრუქტურულ კომპონენტს აერთიანებს.

კომპლექსი საქართველოს ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ქალაქ ბათუმში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. მულტიფუნქციური რეგიონული ჰაბი, საერთო პოდიუმით დაკავშირებულ 3 - A, B და C თაუერებს მოიცავს და აერთიანებს გლობალური მნიშვნელობის ბიზნეს და სტუმარმასპინძლობის ინფრასტრუქტურას, ხოლო მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 380 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“პარამეტრული არქიტექტურის მქონე პროექტი, ყველაზე მულტიფუნქციური კომპლექსია კავკასიის რეგიონში და გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობით, თუ მასშტაბური  ინფრასტრუქტურით,        უზრუნველყოფს როგორც პროექტის, ასევე ქალაქის არასეზონურ, მუდმივ დატვირთულობას, რითაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო კომპანიების კონცენტრაციას ქართულ ბაზარზე“ - განმარტავენ „ალიანს ჯგუფში“.

World Trade Centre

აღსანიშნია, რომ „ალიანს ცენტროპოლისი“ რეგიონში პირველი პროექტია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრს (WTC) უმასპინძლებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს აერთიანებს და ქმნის გლობალური კავშირების ეკოსისტემას.  

წლის განმავლობაში, World Trade Centre-ის სივრცე 6000-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმს აორგანიზებს, რაც მკვეთრად ზემოქმედებს კომპლექსების დატვირთულობაზე და ხელს უწყობს პროექტის მუდმივ დატვირთულობას.

Hyatt Centric Boulevard Batumi

მსოფლიოში წამყვანი, ამერიკული სასტუმროს ბრენდია, რომელიც მართავს და ფლობს 1150-ზე მეტ სასტუმროს, 6 კონტინენტის, 71 ქვეყანაში.

Hyatt Centric Boulevard Batumi, რომელიც „ალიანს ცენტროპოლისში“ განთავსდება, რეგიონული მნიშვნელობის კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, მაღალი დონის სერვისებსა და ინფრასტრუქტურას გააერთიანებს ერთ სივრცეში და დაუვიწყარ სტუმარმასპინძლობის  გამოცდილებებს შექმნის როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე მაცხოვრებლებისთვის.

“ალიანს ჯგუფის” მორიგი მასშტაბური პროექტი „ალიანს ჰაილაინი“, თბილისის არქიტექტურული ლენდმარკია, რომელიც ქალაქის ყველაზე მოძრავ და დინამიკურ ნაწილში, ვაკე-საბურთალოს გასაყარზე მდებარეობს.  

მასშტაბური, მულტიფუნქციური კომპლექსი, A, B და C თაუერებით უმაღლესი სტანდარტის საინვესტიციო აპარტამენტებსა და 5* სასტუმრო Wyndham Hotel-ს აერთიანებს, რომელიც განახლებული იერსახით, გაუმჯობესებული სტატუსითა და ინფრასტრუქტურით არის წარმოდგენილი პროექტში.

ჰაიტექ არქიტექტურის მქონე მულტიფუნქციური პროექტი, „ალიანს ჰაილაინი“, მოდერნისტული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე დიზაინის აპარტამენტებითა და უნიკალური ხედვით, თბილისის ურბანული ესთეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Wyndham Hotel

„ალიანს ჰაილაინში“ წარმოდგენილი Wyndham Hotels ამერიკული სასტუმროთა ქსელების, Wyndham Hotels & Resorts-ის ნაწილია, რომელიც 95 ქვეყნის 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.  

Wyndham Hotels გათვლილია როგორც საქმიანი, ასევე საოჯახო დასვენებისთვის და ვიზიტორებს საუკეთესო, დასამახსოვრებელ გამოცდილებებს სთავაზობს.

საერთაშორისო ბრენდჰაუსის „ალიანს ჰაილაინში“ ინტეგრირება, პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და უზრუნველყოფს კომპლექსის სრულფასოვან, მუდმივ დატვირთულობას.

მასშტაბური მიმდინარე მშენებლობების გარდა, “ალიანს ჯგუფის” პორტფოლიო დასრულებულ მულტიფუნქციურ კომპლექსებს - “ალიანს ფრივილიჯსა” და “ალიანს პალასს” მოიცავს.

„ალიანს ფრივილიჯი“ მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც ბათუმის ისტორიულ ბულვარში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. „ალიანს ფრივილიჯი“ 54 სართულისგან შედგება, სადაც 1-12 სართულს ამერიკული სასტუმროს ბრენდი Marriott, ხოლო დანარჩენს მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტები იკავებს.  

პროექტის არქიტექტურა ზაზა კვირკველიას ეკუთვნის და ის იდეალურად ერწყმის ბათუმის სახელგანთქმულ ლოკაციას. „ალიანს ფრივილიჯის“ ადგილმდებარეობიდან და განთავსებიდან გამომდინარე, პროექტის თითოეული აპარტამენტიდან ზღვისა და მთის შთამბეჭდავი ხედები იშლება.

Marriott International

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ამერიკული პრემიუმ ბრენდის სასტუმრო Marriott International, 30 ბრენდს, 8000-ზე მეტ სასტუმროსა თუ რეზიდენციას აერთიანებს, 139 ქვეყანაში.  

Marriott International-ს, 1-12 სართულამდე ბათუმის ისტორიულ ბულვარში ალიანს ფრივილიჯი უმასპინძლებს და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებით, უზრუნველყოფს კომპლექსის დატვირთულობას.

„ალიანს პალასი“ კომპანიისა და რეგიონის პირველი სრულად რეალიზებული და ექსპლუატაციაში შესული პროექტია, რომელიც მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, ამერიკულ სასტუმრო ბრენდ Courtyard by Marriott-ს, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს აერთიანებს.  

41-სართულიანი კომპლექსი ბათუმში, ზღვისპირა პირველ ზოლშია განთავსებული და უკვე არაერთი წელია, რაც აპარტამენტების მფლობელებისა და ვიზიტორების კომფორტსა და საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილების შექმნაზე ზრუნავს.

Courtyard by Marriott

„ალიანს პალასში“ განთავსებული Courtyard by Marriott, ძირითადად საოჯახო და საქმიანი მოგზაურობებისთვის არის გამიზნული და მაღალი დონის სერვისებითა და დამსვენებლების საუკეთესო ტურისტული გამოცდილების შექმნაზეა ორიენტირებული.

აღსანიშნია, რომ სასტუმრომ, „ალიანს პალასში“ ოპერირების პირველივე წელს, ევროპის, აღმოსავლეთ და შუა აზიის სასტუმროებიდან, საუკეთესო მომსახურებისა და მომხმარებლის კმაყოფილების კატეგორიაში, მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ასევე, Courtyard by Marriott-მა Traveller Review Awards-ის ჯილდოც მიიღო, ყველაზე მაღალი შეფასების კატეგორიაში.

Aimbridge International

„ალიანს პალასის“ კომპლექსის მენეჯმენტზე ყველაზე მასშტაბური ამერიკული მენეჯმენტ კომპანია, Aimbridge International ზრუნავს, რომლის პორტფოლიოც 1500 საერთაშორისო სასტუმროს მოიცავს, 23 ქვეყანასა და 50 შტატში.  

მსოფლიო სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტების დანერგვით, Aimbridge International აპარტამენტების მფლობელებსა, თუ დამსვენებლებს, დაუვიწყარ ემოციებსა და უნიკალურ შესაძლებლობებს უზიარებს.  


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე ზრდა და სტრატეგიული უპირატესობა - JSL Logistics-ის ახალი რეალობა

22.08.2025.18:00

ლოგისტიკური კომპანია JSL Logistics • JSL ლოგისტიკა, რომელიც დამოუკიდებელ მოთამაშედ 2024 წელს ჩამოყალიბდა, გადაზიდვების ზრდაზე საუბრობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში JSL Logistics-ის დირექტორმა გია ნადირაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს გადაზიდვები კომპანიის მაგალითზე 97.3%-იან ზრდას აჩვენებს.

JSL Logistics სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე წარმოდგენილია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებით, თუმცა კომპანიის პორტფელის 90% მაინც საჰაერო ტვირთებზე მოდის.

„JSL Logistics-მა, როგორც დამოუკიდებელმა კომპანიამ, ოპერირება 2024 წელს დაიწყო. მანამდე წარმოვადგენდით „ლასარეს“ ერთ-ერთ განყოფილებას და გვაქვს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში 25-წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებები JSL Logistics-ისთვის ახალია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთვის კვლავ მთავარი მიმართულება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებია. ამ სეგმენტში მოთხოვნა აშკარად მაღალია და ჩვენი პორტფელის 90%-იც სწორედ ამ ტიპის გადაზიდვებზე მოდის,“ - ამბობს გია ნადირაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ზრდასთან ერთად, გაზრდილია კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც.

​მიმდინარე წელს საჰაერო გადაზიდვები გაზრდილია, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის კუთხით, თუმცა დიდი წილი მაინც იმპორტზე მოდის. უფრო მეტი ტვირთი შემოდის, ვიდრე გადის. აქ საუბარი მაქვს, როგორც საქართველოსთვის  განკუთვნილ ტვირთებზე, თუმცა არის ასევე ტრანზიტი და რეექსპორტი. 


ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, საჰაერო გადაზიდვებით ექსპორტზე ხშირ შემთხვევაში გადის ღვინის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა საგამოფენო საქონელი. გადის აგრეთვე ხელოვნების ნიმუშები და არა ანტიკვარები. საქართველოში სახელოსნოებში იქმნება გარკვეული ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ექსპორტზე გადის. 

ხოლო იმპორტის კუთხით უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, თუმცა დიდი წილი მოდის ტექნიკაზე და ასევე ღვინო მასალებზე. 


საჰაერო კარგოს  შემთხვევაში იმპორტისას ლიდერობს ჩინეთი, ხოლო ექსპორტის კუთხით ევროპა“, - აცხადებს JSL Logistics-ის ხელმძღვანელი.

არსებული გამოცდილების ფონზე, JSL Logistics-ის ავიაპარტნიორების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ავიაკომპანიებთან:
Uzbekistan Airways, LOT, Lufthansa, airBaltic, Air Astana, Turkish Airlines.

სწორედ პარტნიორების მრავალფეროვნება და ამ მხრივ კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ JSL Logistics-მა საკუთარი მომსახურების ტარიფები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს და ბაზარზე კონკურენტული პოზიციით იყოს წარმოდგენილი. 

„რაც შეეხება გადაზიდვის ტარიფებს ჩვენს მაგალითზე მცირედი ცვლილებები გვქონდა, თუმცა ვცდილობთ რომ ტარიფები შევინარჩუნოთ, რადგანაც ბაზარი აღარ არის ისეთი მდიდარი როგორც უწინ. თუმცა გეტყვით, რომ ტარიფების გადახედვა ყოველი წლის დეკემბერში ხდება და ოდნავი ცვლილებები გაქვს. იმის გამო, რომ თუნდაც სატრანსპორტო გადაზიდვებს აძვირებენ თავად ავიაკომპანიებიც და იძულებულები ვართ, რომ ჩვენც გავზარდოთ ფასი“, - ამბობს  გია ნადირაშვილი. 

ირკვევა, რომ JSL Logistics-ისთვის საჰაერო ტვირთებისთვის ყველაზე დატვირთული თვე ტრადიციულად დეკემბერია, თუმცა მიმდინარე წელს აგვისტოც აქტიური გამოდგა.

„საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია დეკემბერი, თუმცა წელს რატომღაც აგვისტოც საკმაოდ აქტიურია. თუ გვეგონა, რომ ამ პერიოდში ტვირთნაკადი მცირე იქნებოდა, ზრდა გვაქვს. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გვეგონა, რომ ასეთი დატვირთულობა იქნებოდა. ხშირად გვაქვს ასევე სატრანზიტო გადაზიდვები და რეექსპორტები“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

JSL Logistics ტვირთებს უზრუნველყოფს მისამართიდან მისამართამდე მიწოდებით, რაც კომპანიისთვის ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები კომპანიისთვის ახალი მიმართულებებია, მათი გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„საჰაერო გადაზიდვებში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა აშკარაა - ვმუშაობთ „ლასარეს“ ტერმინალიდან, რაც საგრძნობლად ამცირებს დროს. გვაქვს ოპერატიული წვდომა საბაჟოზე, გეზზე, ტერმინალზე. ერთი ფანჯრის პრინციპით ვემსახურებით კლიენტებს და პროცედურები ბევრად სწრაფად ხორციელდება, ვიდრე სხვაგან. ამასთან, ვართ ორი მსხვილი ფორვარდერული ქსელის წევრი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს პარტნიორები, რაც გვაძლევს კონკურენტულ ფასებს, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით,“ - აცხადებს გია ნადირაშვილი.

JSL Logistics 2024 წელს დაარსებული სატვირთო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ლასარეს სატვირთო ტერმინალის ლოგისტიკური სამსახურიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით, JSL Logistics დამოუკიდებელი ლოგისტიკური სერვისების სრული სპექტრის პროვაიდერია სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში.

JSL Logistics ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია იყენებს ტვირთების დამუშავებისა და ლოგისტიკის მრავალწლიან გამოცდილებას, ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს სატვირთო ტერმინალში, რაც კომპანიის დიდი უპირატესობაა უმოკლეს დროში შეასრულოს საბაჟო და ლოგისტიკური პროცედურები.

მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 100-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში.

JSL Logistics-ის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. კომპანიის თანამშრომლები ყოველ წლიურად გადიან გადამზადებას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, როგორც კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე, ასევე, იმაღლებენ კვალიფიკაციას IATA-ს სასერთიფიკატო კურსებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა