მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საზღვარგარეთ მანქანის ქირაზე სპეციალური ფასი მოყვება

news image

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრები გრძელდება. ამჯერად, ალდაგისა და SIXT-ის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას onlinetravel.aldagi.ge - ზე შეიძენენ, ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალური ფასით ისარგებლებენ.

სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს წვდომას SIXT-ის სისტემაზე, საიდანაც შეძლებს ექსკლუზიურ ფასად დაჯავშნოს/იქირაოს სასურველი ავტომობილი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

SIXT-ი ავტომობილების გაქირავების კომპანიაა, რომელიც ლიდერია გლობლურ ბაზარზე და 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

„პროექტი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავიწყეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს. ამჯერად, ბაზარზე პირველად, მომხმარებლებს საერთაშორისო მასშტაბის შეთავაზება გავუკეთეთ, რაც მანქანის დაქირავების სერვისზე, მეტ ფასდაკლებას გულისხმობს. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს“ - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგი სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს როუმინგოს 1გბ ინტერნეტს და 20%-იან ფასდაკლებას ყველა პაკეტზე. ახალი შეთავაზებით, კი, მოგზაურებს, კომფორტული დასვენებისთვის აუცილებელ, სრულ, პაკეტზე აქვთ წვდომა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპლუატაციის შემდგომი მომსახურება - საიმედო პარტნიორობა „იმპოსტი მეპ“-თან

04.08.2025.17:10

დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.

ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.

გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.

მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა