ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) გააუმჯობესა და B დან B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+დან bbb- მიანიჭა.
ალდაგის საკრედიტო რეიტინგი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე (BB) მაღალია.
AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო დასაწარმოო რისკების ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.
„AM Best იმედოვნებს, რომ ალდაგი შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით, რომელიც იზომება Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტით (BCAR),“ - წერს სააგენტო.
რეიტინგის გაუმჯობესებით ალდაგი გადავიდა Investment Grade საფეხურზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალდაგი საერთაშორისო ბაზარზე სანდო პარტნიორია.
“მოხარული ვართ, რომ ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი, ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგოკომპანიისგან, როგორიცაა AM Best, კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. სააგენტოს შეფასებით, კომპანიისფინანსური სიძლიერის რეიტინგი B+_ით განისაზღვრა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bbb- _ით. ეს არის ჩვენიკომპანიის კიდევ ერთი, დიდი, წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ადასტურებს ალდაგის ლიდერპოზიციებს და ხაზს უსავმს, რომ არის სანდო პარტნიორი ადამიანებისა და ბიზნესებისთვის. რეიტინგებისგაუმჯობესება ნათლად გამოხატავს ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას, ეფექტიან მენეჯმენტს და რა თქმაუნდა, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს,” - გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი;
ალდაგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სადაზღვევოკომპანიაა და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან, როგორებიცაა: Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.
AM Best-ის შესახებ:
AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზიდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზემეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა დამეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.
ალდაგის შესახებ:
ალდაგი 1990 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში. 2024 წლისთვის ისსადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 100 000- ზე მეტი დაზღვეული მომხმარებლით და 30%-იანიბაზრის წილით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევოკომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმაგადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაცსადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესშიდა მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგისადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 500-მდეთანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.07.2025.16:00
შეკიდული ჭერების მწარმოებელი კომპანია Rolf Deckenkonstruktionen ქართულ ბაზარზე 2020 წლის დეკემბრიდან ოპერირებს. წარმოების დაწყებას წინ უძღოდა მრავალწლიანი გამოცდილება გრილიატოს და ხაზოვანი (რეიკული) შეკიდული ჭერების საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმპორტის, რეალიზაციისა და სრული სამონტაჟო-საგარანტიო სერვისის მიმართულებით.
დღეისათვის Rolf Deckenkonstruktionen Georgia ბაზარს 800-მდე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ჭერს აწვდის.
როგორც Business Insider Georgia-სთან Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და რეგიონალურმა მენეჯერმა, გიორგი ბეკარაშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში კომპანიამ გააფართოვა წარმოებაც და ასორტიმენტიც. კომპანია უახლოეს პერიოდში ბაზარს სარკისებრ ჭერებსაც შესთავაზებს.
„ROLF დღეისათვის მომხმარებელს სთავაზობს მეტალის ჭერების 3 ჯგუფს: გრილიატო ტიპის უჯრედულ მეტალის ჭერებს, ხაზოვან ბაფლის ტიპის ჭერებს და ალუმინის პანელურანტიბაქტერიულ ჭერებს.
თითოეული ჯგუფი იშლება ათობით სხვადასხვა ქვეჯგუფად და შემდგომ – მოდელებად. ამათგან ყველაზე ტრენდულად მაინც გრილიატოს ტიპის ჭერები ითვლება, რადგან სხვებთან შედარებით უფრო ბიუჯეტური, ეფექტური და ფუნქციურია.
გრილიატოს შემთხვევაში 3 ქვეჯგუფი გვაქვს:
2025 წელს გრილიატოს ჭერების ყველა მოდელისთვის დავამატეთ 5 საბაზო ფერი და ახლა ჯამში მომხმარებელს 7 საბაზო ფერს ვთავაზობთ. ამასთან, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაისიდან შედარებით ბიუჯეტური „B“ კატეგორიის გრილიატო დავამატეთ, რომელიც 20-30%-ით ბიუჯეტურია ჩვენს პრემიალურ „A“ კატეგორიის გრილიატოსთან შედარებით. მიუხედავად ფასში საგრძნობი სხვაობისა, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი „B“ კატეგორიის გრილიატო ხარისხობრივად და ტექნიკურად მინიმუმ 5-ჯერ აღემატება ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ აზიიდან იმპორტირებულ თუ სხვა კუსტარულად დამზადებულ გრილიატოს ტიპის ჭერებს“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.
Rolf Deckenkonstruktionen Georgia დაარსების დღიდან გერმანული სტილით იმართება და ამიტომაც ყოველთვის გაწერილი აქვს მომდევნო 5 წლის განვითარების გეგმა. მიუხედავად გერმანული მართვის სტილისა, წარმოებას სწრაფი ტემპით ემატება ახალი ასორტიმენტის ჭერები.
2025 წელს Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს საწარმოს დაემატა ახალი სივრცე – „C სექტორი“, რომელიც ზომით 5-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ „A“ და „B“ სექტორებს. აღნიშნული საწარმოო სივრცე უკვე სრულად აღვჭურვეთ დამატებითი გრილიატოს საწარმოო ხაზებით, რამაც წარმადობის გაზრდა და ახალი მოდელების დამატება განაპირობა.
ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი აცხადებს, რომ სიახლეებია ROLF Baffle-ის ტიპის ჭერების მიმართულებითაც.
„ამჟამად მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ 7 ტიპის ხის ფაქტურის მეტალის ჭერებს, მათ შორის 3D ხის ფაქტურებსაცსხვადასხვა ტონალობაში, რომელიც შეუიარაღებელი თვალით და მათ შორის უკვე შეხებისასაც კი არაფრით განსხვავდება ბუნებრივი ხისგან, გარდა საექსპლუატაციო ვადისა, რომელიც 20 წელს აჭარბებს. ასევე, ROLF-ის Clip-In პანელურ ალუმინის, ანტიბაქტერიულ ჭერებშიცგვაქვს ახალი აკუსტიკური მოდელები და უახლოეს 2 თვეში მომხმარებელს შევთავაზებთ სარკისებრ ჭერებსაც. აქამდე არსებული ტიპის ანტიბაქტერიული ჭერები ძირითადად გამოიყენებოდა სამედიცინო დაწესებულებებში, ოფისებში და რესტორნების სამზარეულოებში (სავალდებულოა HACCP სტანდარტის შესაბამისად), მაგრამ ახალი სარკისებრი მოდელის გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნება თვითონ რესტორნებისა და სასტუმროების დეკორაციებშიც“, - ამბობს გიორგი ბეკარაშვილი.
Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიზანს გრძელვადიანი და მყარი გაყიდვების სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რაც კომპანიამ წარმატებით მოახერხა და დღეს მის მიერ წარმოებული ჭერები ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქტს, რაც უკვე მისი გამძლეობის უტყუარი გარანტიაა.
„ჩვენი კომპანია იყო პირველი, ვინც ქართულ ბაზარს აღნიშნული პროდუქტები გააცნო და შექმნა მოთხოვნა. საწყისი ეტაპიდანვე ჩვენი მიზანი იყო გრძელვადიანი და მყარი გაყიდვების სისტემის შექმნა, რის მისაღწევადაც აუცილებელი პირობაა მაღალი ხარისხის შექმნა და შენარჩუნება. ამ მიზანსა და გეგმას განუხრელად მივყვებით და დღეის მდგომარეობით, მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნა-მიწოდებისა, წარმატებით ვაკმაყოფილებთ ლოკალური ბაზრის 80%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით უკვე ყველა ქალაქში, უბანში, დაბაში, თუ თუნდაც ეკონომიკურად აქტიურ სოფელშიც კი, შეხვდებით ROLF-ის ჭერებს.
კონკურენციას რაც შეეხება, მოთხოვნის მატებასთან ერთად ბოლო პერიოდში მოიმატა დაბალი ხარისხის იმპორტიორთა რიცხვმაც, ასევე გაჩნდა 3-4 ადგილობრივი კუსტარული საწარმოც (რომელთა ნაწილიც უკვე დაიხურა), მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანიისთვის ბაზრის წილის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩა“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.
გიორგი ბეკარაშვილი კომპანიის გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო შედეგის მიღებამდე ძირითად გამოწვევად მომხმარებლისთვის ხარისხიანი და უხარისხო პროდუქციის არასწორი იდენტიფიცირება რჩება.
„მომხმარებელთა არაინფორმირებული ნაწილი იხიბლება შეთავაზებული დაბალი ფასით, იძენს დაბალი ხარისხის კუსტარულ პროდუქციას, ამონტაჟებს და არასასურველი შედეგის მიღების შემდგომ თვლის, რომ ზოგადად პროდუქტის ტიპის შერჩევაში შეცდა და არა ხარისხში. ეს ყოველივე ცუდად აისახება თვითონ პროდუქტის პოპულარობაზე და ამის გამო იძულებულები ვართ, ვაწარმოოთ ტექნიკური ინფორმირებულობის ძვირადღირებული კამპანიები. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ტექნიკური ცოდნა გავუზიაროთ ყველა პოტენციურ დამკვეთს, რაც არ არის ადვილი. ვცდილობთ, მომხმარებელს ავუხსნათ მარტივი სპეციფიკური დეტალები, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციულ ჭერებში კალიბრაციას, რომ ჭერის მასალა უნდა იყოს მაქსიმალურად თხელი და მყარი; რომ აღნიშნული ტიპის მასალის წარმოება უფრო რთული და ძვირადღირებულია, ვიდრე სქელი და მძიმე მასალით, რომელიც საკუთარი წონის გამო დროთა განმავლობაში იწვევს დეფორმაციას და, რაც მთავარია, არ ჯდება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებში (ჯამურად გადამეტებული წონის გამო). 2025 წლის ბოლომდე აღნიშნული კამპანიების ფარგლებში ვთვლით, რომ ბაზარს ტექნიკურად უფრო ინფორმირებულს გავხდით და ამ მიმართულებით გამოწვევებიც შემცირდება“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.
გარდა ადგილობრივი ბაზრისა, Rolf Deckenkonstruktionen Georgia საექსპორტო ბაზრებზეც ინტენსიურად მუშაობს და საკუთარ პროდუქციას აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ყიდის.
„სომხეთში ექსპორტის მიმართულება სტაბილურად ვითარდება; ძირითადი კონკურენცია ამ მიმართულებით რუსულ ეკონომსტანდარტის პროდუქციასთან გვაქვს, რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ, მაგრამ თითქმის ყველა ხარისხზე ორიენტირებული კომპანია მაინც ROLF-ისპროდუქციაზე აკეთებს აქცენტს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, შედარებით არასტაბილური განვითარება აქვს, რადგან ამ მიმართულებაზე ძირითადი დამკვეთები უფრო მასშტაბური ობიექტებია, რომლებიც არ არის ბევრი“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.
Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიერ წარმოებული ჭერები ძირითადად კომერციული სივრცეებისთვის, ოფისებისთვის, სასტუმრო-რესტორნებისთვის, სადარბაზოს ჰოლებისთვის და სხვა საჯარო სივრცეებისთვისაა განკუთვნილი. Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს შეკვეთების 95% კომერციულ სექტორზე მოდის. კომპანია თანამშრომლობს და პარტნიორობს თითქმის ყველა მსხვილ დეველოპერთან, მათ შორის VR ქონსთრაქშენთან, არსი ქონსთრაქშენთან, ბლოქსთან, ვივადეველოპმენტთან, არქთან და სხვა.
Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიერ წარმოებულ ჭერებს ბევრი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.
„რა თქმა უნდა, უპირველესი და უმთავრესი არის ჩვენი პროდუქტის ტოპ კლასის ხარისხი, შემდგომ – გამოცდილება და წლების განმავლობაში ამ ხარისხის არა თუ შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესებაც.
მომხმარებელთაგან ჩვენი კომპანიის მიმართ ნდობასა და პატივისცემას ყოველდღიურად ვგრძნობთ. სწორედ ამის დასტურია, რომ მათი გამოკითხვებით ჩვენი კომპანია 2025 წლის 14 ივნისს Golden Brand-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამარჯვებულად გამოვლინდა და გადმოგვეცა 2024 წლის ნომერ პირველი ოქროს ბრენდის ტიტული“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.