ალდაგის მხარდაჭერით აგრარული ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა
ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, სოფლის მეურნეობის, კვებისმრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანი ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიურისიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა იყო.
გამოფენაზე, ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქციამომხმარებლისთვის, ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის წარედგინათ.
ალდაგი სოფლის მეურნეობის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული და ყოველწლიურად, სხვადასხვაღონისძიების ფარგლებში, დარგში მოღვაწე სპეციალისტებს, ფერმერებსა და სხვა ჩართულ მხარეებს, მხარდაჭერას უცხადებს.
„მოხარულები ვართ, რომ ალდაგი ბიზნესის სახელით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენიმხარდაჭერა გამოგვეცხადებინა სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ფერმერებისათუ კომპანიებისთვის, რომლებთანაც წლებია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათი გაძლიერებისა მიზნით დასაუკეთესო პირობებს ვთავაზობთ ბიზნესის ყველა რისკის დასაზღვევად,“ - თამარ ძნელაძე, ალდაგისკორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, ალდაგი, საქართველოში, წლებია ლიდერობს დასხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ მსხვილ, მიკრო და საშუალო ბიზნეს კომპანიებს მათზე მორგებულსადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად
05.12.2025.18:42
31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.
1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.
ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.