ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება
სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ავტოდაზღვევის ზამთრის კამპანია დაიწყო. მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, ექსკლუზიურად ზამთრის კამპანიის ფარგლებში შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს ან/და ვაუჩერებს მიიღებენ. აქცია ძალაშია 31 იანვრის ჩათვლით.
სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებელს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდება, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს;
“ზამთარი დაზღვევისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. ავტო დაზღვევა, მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალისგან გათავისუფლდნენ, როგორიცაა ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები. ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ისეთი სარგებელი შევთავაზოთ, რომელიც მორგებულია მძღოლების საჭიროებებს და დაეხმარება მათ დაზღვევისგან მაქსიმალური კომფორტი მიიღონ,” - აცხადებენ "ალდაგში".
ალდაგის ავტოდაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
ალდაგის ავტოდაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).