მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს

news image

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელ სამედიცინო დაზღვევის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ვიზიტორების დაცვას მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრიდან, ტურისტებისთვის, სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში სავალდებულო გახდა. აღნიშნული რეგულაცია, ყველა უცხოელ ვიზიტორს, ავალდებულებს, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას, წარადგინოს ვალიდური დაზღვევის პოლისი, რომელიც დაფარავს ჯანმრთელობის გადაუდებელ ხარჯებს. ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა სრულად აკმაყოფილებს კანონმდდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს სანდო გადაწყვეტას მათთვის, ვისაც სურს საქართველოში მოგზაურობა.

ალდაგის ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ტურისტს, რომელიც გეგმავს საქართველოში მოგზაურობას. პოლისის გაფორმება შესაძლებელია დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, travelgeorgia.aldagi.ge -ზე, რაც ვიზიტორებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად და სწრაფად უზრუნველყონ საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი დაზღვევა. დაზღვევა ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, ციფრული პოლისითა და სწრაფი გააქტიურებით.

ალდაგის ვიზიტორთა სამოგზაურო დაზღვევა უზრუნველყოფს დაფარვას 30 000 ლარამდე და მოიცავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ავადობისა და უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურებები, გადაუდებელი სტომატოლოგიური სერვისები, რეპატრიაცია და უბედური შემთხვევის დაზღვევა გარდაცვალების შემთხვევაში.

ვიზიტორებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც ფრანშიზიანი, ისე უფრანშიზო სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულებს შეუძლიათ 24/7 რეჟიმში დაუკავშირდნენ ალდაგის ქოლ-ცენტრს და მიიღონ უწყვეტი მხარდაჭერა. ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე ხანგრძლივ ვიზიტებზე და წარმოადგენს სრულყოფილ გადაწყვეტას მათთვის, ვინც გეგმავს საქართველოში მოგზაურობას უსაფრთხოდ, კომფორტულად და კანონმდებლობის სრული დაცვით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank სომხეთის საუკეთესო ბანკად დასახელდა

25.03.2026.20:26

Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank სომხეთის საუკეთესო ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ, მისი 33-ე ყოველწლიური „მსოფლიოს საუკეთესო ბანკების“ დაჯილდოების ფარგლებში. გამარჯვებული 23 ბანკი შეირჩა თითქმის 150 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა აქტივების ზრდა, მომგებიანობა, გეოგრაფიული გაფართოება, სტრატეგიული პარტნიორობები, ბიზნესის განვითარება და ინოვაცია. ასევე გათვალისწინებული იყო აქციების ანალიტიკოსების, საკრედიტო რეიტინგების ანალიტიკოსების, საბანკო კონსულტანტებისა და ინდუსტრიაში ჩართული სხვა პროფესიონალების მოსაზრებები.

Global Finance-ის მიხედვით, წლევანდელი გამარჯვებულები არიან ის ბანკები, რომლებმაც რთულ საბაზრო პირობებში ყურადღებით უპასუხეს მომხმარებელთა საჭიროებებს, მიაღწიეს ძლიერ შედეგებს და ამავე დროს შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა ეფექტიანად მართეს აქტივები და ვალდებულებები ტარიფებთან და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებული მუდმივი გაურკვევლობის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ Ameriabank-მა, როგორც Lion Finance Group-ის ნაწილი, უკვე ოფიციალურად შეუერთდა FTSE 100 ინდექსს, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბირჟის London Stock Exchange-ის ფარგლებში, 2026 წლის 20 მარტს ბაზრის დახურვის შემდეგ. ცვლილება ძალაში შევიდა 2026 წლის 23 მარტს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა