მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

ალდაგი მომხმარებლებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ინოვაციურ ფასად - თვეში 10 ლარად სთავაზობს

news image

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პროდუქტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. დღეიდან, კომპანიის ვებგვერდზე mppd.aldagi.ge, აღნიშნული პოლისის შეძენა უკვე თვეში 10 ლარიდან არის შესაძლებელი.

პროდუქტი მომხმარებელს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვროს მძღოლის პასუხისმგებლობის ლიმიტი და საკუთარ საჭიროებებზე მორგებული პირობებით ისარგებლოს.

პოლისის ძირითადი პირობები:

ღირებულება: თვეში 10 ლარი;
სადაზღვევო ლიმიტი: 2,000 ლარი;
დაფარვის სფერო: მესამე პირის ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

„ალდაგის“ სტატისტიკური მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების 70%-ში ზიანის აღდგენის ღირებულება 2,000 ლარამდეა. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა ახალი, ბიუჯეტური პაკეტი. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, როდესაც მომხმარებელს ასეთი დაბალი ტარიფით მნიშვნელოვანი ფინანსური რისკების დაზღვევა შეუძლია.

„ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პროდუქტია, რომელიც მძღოლს მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებებისგან იცავს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ გაუთვალისწინებელი ხარჯებით გამოწვეული წნეხი,“ - აცხადებენ კომპანიაში.

წამახალისებელი გათამაშება მომხმარებლებისთვის

სიახლესთან ერთად, ალდაგში სპეციალური გათამაშებაც მიმდინარეობს. ყოველი მეასე მომხმარებელი, რომელიც ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ვებგვერდზე შეიძენს, საჩუქრად მიიღებს საკუთარი ავტომობილის სრულ (კასკო) დაზღვევას.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მძღოლების სტიმულირებას, რათა მათ უკეთ გაიაზრონ დაზღვევის მნიშვნელობა და სამომავლოდაც საიმედოდ დაიცვან საკუთარი ქონება თუ პასუხისმგებლობა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მოჩიკო“ x Mini Melts - ბედნიერების ბურთულები პირველად ქუთაისში

01.04.2026.16:00

ასორტიმენტი გავაფართოვეთ და მომხმარებელს Mini Melts-ის განსხვავებული და მრავალფეროვანი ნაყინი შევთავაზეთ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქუთაისში მდებარე დესერტების მაღაზია Mochiko • მოჩიკო-ს დამფუძნებელმა, თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, Mini Melts არის ამერიკელი მეგობრების მიერ შექმნილი ბრენდი, რომლის წარმოებაც შემდგომ ლატვიაში დაიწყო. სწორედ ლატვიიდან ხდება მისი ექსპორტი საქართველოში. გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შეგვეთავაზებინა და ახლახან დავამატეთ ასორტიმენტს. ამ ეტაპზე ჩვენთან იყიდება 10 სახეობის ნანო ნაყინი, რომელიც მზადდება თხევადი აზოტით (-197°C). პროდუქტი არ შეიცავს დანამატებს და ქიმიურ საშუალებებს, სწორედ ამიტომ ბავშვებისთვის უნიკალური არჩევანია.

უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლების მხრიდან ნაყინმა ძალიან კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. Mini Melts გათვლილია ყველა სეგმენტზე, რადგან რეალიზაციაში წარმოდგენილია ნაყინის სახეობები, მორგებული სხვადასხვა სეგმენტზე.

ინფორმაციისთვის, „მოჩიკოს“ ფილიალი გალაკტიონ ტაბიძის N40 - ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა