ალდაგი ბიზნესი B4B საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია
ალდაგი ბიზნესი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) მიერ ინიცირებული B4B სტრატეგიის ფარგლებში ორგანიზებული საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია. B4B სტრატეგიით გამართული საჯარო ლექციები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება და მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას, მომხმარებლის მომსახურებასა და პროდუქტის შექმნას.
“მოხარულები ვართ, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან ერთად, მონაწილეობდა სემინარში, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, დარგის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, სემინარზე, მსმენელებს გავუზიარეთ ინფორმაცია დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის სწორად გამოყენებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის სწრაფ და სწორ განვითარებას,” - ეთერ მოდებაძე, ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დირექტორის მოადგილე;
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია 2010 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მისი ძირითადი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება საქართველოში:
“საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის B4B მიმართულების ძირითადი მიზანი ბიზნესისთვის დამხარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. მიმდინარე სესიების ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორებმა, მსმენელებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ საჭიროებებისა და აუცილებლობების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას. პროექტი განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მხარდამჭერების, სადაზღვევო კომპანია ალდაგის, პროკრედიტ ბანკის, ბიას, ინვენტერისა და SME Finance-ის, ჩართულობით,” - ნიკოლოზ გურგენიძე, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;
სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით, წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
სხვა სიახლეები
10.10.2025.18:27
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული დაფინანსებით.
პარტნიორ აკადემიებს შორისაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool), სადაც სტიპენდიის მიღებას დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე შეძლებენ.
ამისათვის, მათ უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება.
აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
თბილისის კომუნიკაციის სკოლა უკვე მე-8 წელია ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქტუალურ დარგებში, რომელიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე.
ამ ეტაპზე სკოლა აერთიანებს 30+ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემების, მარკეტინგის, დიზაინის, IT მენეჯმენტისა და პროგრამირების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა კმაყოფილების დონე (CSAT) 96%-ია, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების მაჩვენებელი თითქმის 80% აღწევს.
კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები კურსდამთავრებულთა კლუბში ირიცხებიან, რომლის ფარგლებშიც სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით, დახურული ღონისძიებებითა და კომპანიის პარტნიორების შეთავაზებებით.
სკოლის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და კურსების ჩამონათვალს შეგიძლია გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.commschool.ge
პროგრამები განსხვავდება ფორმატის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით და თითოეული მათგანი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებას.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge