ალდაგი ბიზნესი B4B საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია
ალდაგი ბიზნესი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) მიერ ინიცირებული B4B სტრატეგიის ფარგლებში ორგანიზებული საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია. B4B სტრატეგიის ფარგლებში გამართული საჯარო ლექციები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება და მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას, მომხმარებლის მომსახურებასა და პროდუქტის შექმნას.
„მოხარულები ვართ, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან ერთად მონაწილეობას იღებდა სემინარში, რომელიც სპეციალურად მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. იყო საუბარი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე — ზოგადად, დაზღვევის როგორც ფინანსური ინსტრუმენტის სწორად გამოყენებაზე, მათი რისკების გადაბარებაზე, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის სწრაფ და სწორ განვითარებას. ამიტომ ეს სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის,“ - აცხადებს სადაზღვევო კომპანია ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ ძნელაძე.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA) 2010 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მისი ძირითადი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება საქართველოში.
„მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ შეცვალა სტრატეგია და დღევანდელ დღეს ტარდება B4B მიმართულების ლექციები. ეს არის საჯარო ლექცია, სადაც განხილული იქნება დაზღვევის აუცილებლობა. მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია არსებობს 2010 წლიდან და აქამდე არჩეული გვქონდა B2B მიმართულების განვითარება, ხოლო ახლა დაემატა B4B მიმართულება. ეს განსაზღვრავს ბიზნესისთვის დახმარებასა და მხარდაჭერას. ჩვენი სესიების ნაწილში პირველი დღე იყო „პროკრედიტ ბანკის“ დღე, სადაც გახსნილი იყო პირველი ღონისძიება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სადაც „აწარმოე საქართველოშიც“ იყო ჩართული. ალდაგის მხარდაჭერით ჩატარდა დაზღვევის აუცილებლობის ნაწილი ბიზნესისთვის. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი როლი ამ კუთხით არის ის, რომ ბაზარზე არსებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ ბაზრის 99.7%-ს, განუვითარონ ხედვები როგორც საკანონმდებლო სიახლეების მიმართულებით, ასევე გაუზიარონ გამოცდილება კონკრეტული მიმართულებებით, რაც მენეჯერული აღრიცხვისთვის სჭირდებათ. ასეთი ერთ-ერთი მიმართულება არის დაზღვევა და დაზღვევის აუცილებლობაზე ალდაგის წარმომადგენლებმა წაიკითხეს საჯარო ლექცია,“ - განაცხადა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გურგენიძემ.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით, წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.
სხვა სიახლეები
11.10.2025.15:00