„ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, შრომა აუცილებლად ფასდება“ - რეზო ყაველაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რადგან, კარგად ესმით, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის შეიქმნა და უკვე 350-ზე მეტ სტუდენტს მისცა სწავლის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესაძლებლობა.
ერთ-ერთი წლევანდელი სტიპენდიატი რეზო ყაველაშვილია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს:
„დიზაინი ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, ყოველთვის მიყვარდა კრეატიული sanbox თამაშები: Minecraft, Sims, სადაც შემეძლო მეკეთებინა ის, რაც ჩემს გულს გაუხარდებოდა. ხატვაც ყოველთვის მიყვარდა და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი პროფესიის არჩევაში. სამომავლოდ მინდა, რეალობად ვაქციო ის იდეები, რომლებზეც ბავშვობიდანვე ვფიქრობ“.
რეზო გვიყვება, რომ სტიპენდია მხოლოდ დაფინანსების მოპოვება არ არის და ახლა უფრო დიდი მოტივაციით განაგრძობს სწავლას:
,,ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, დიზაინის პროექტებსა და მეცადინეობაში გათენებული ღამეების დაფასებაა. ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ შრომა აუცილებლად ფასდება. მთავარ მოტივაციას მაძლევს სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი უნარები. მინდა, ყოველ ჩემს ნაბიჯს მოჰყვეს შემდეგი, და ამისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება, ახალი შესაძლებლობების ძიება“
რეზომ საკუთარი გამოცდილება და რჩევები მომავალ კონკურსანტებსაც გაუზიარა:
„კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი სამოტივაციო წერილია, რომელიც მთელი გულით დავწერე, გულწრფელად ვილაპარაკე ჩემს მიზნებზე. სხვებსაც ვურჩევდი, რომ, უპირველესად, გულწრფელები იყვნენ. არ არსებობს სწორი ფორმულა, არსებობს შენი ისტორია, მოტივაცია და სურვილი. არ უნდა შეგეშინდეს საკუთარი თავის წარმოჩენის და უნდა დააფასო გზა, რომელიც გამოიარე. ყველაზე მთავარი მაინც მცდელობაა, თვითონ მცდელობაც კი უკვე წინსვლაა და გეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში“
თუ შენც გინდა აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე არ გაჩერდე განათლების გზაზე და აუცილებლად სცადე ბედი. დაათვალიერე მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.