მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

news image

ნახევარ წელიწადში, ახალ თიბისი ბარათს, რომელიც თავისი უნიკალური უპირატესობებით უპრეცენდენტო საბანკო პროდუქტია ბაზარზე, უკვე  500,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.  

ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლის ყველა საჭიროებაზეა მორგებული და მათ  ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის.  

 მხოლოდ ერთი ბარათით, მათ შეუძლიათ:  

 

  • ქულების ნაცვლად დააგროვონ პირდაპირ თანხა, თანაც ნებისმიერი ბანკის პოს ტერმინალზე გადახდისას. ახალი ბარათით გადახდილი თანხის 0.5 % მომხმარებლებს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად უბრუნდებათ, საიდანაც საკუთარ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.   

 

  • მობაილბანკში აირჩიონ სასურველი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთი: სურსათი, ფარმაცია ან საწვავი და არჩეული კატეგორიის ნებისმიერ ობიექტში გადახდისას, დააგროვონ სტანდარტულზე 2-ჯერ მეტი (1%). აღნიშნული კატეგორიების შეცვლა და ახლის არჩევა, მომხმარებლებს მობაილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ.   

 

  • უფასოდ გაანაღდონ თანხა საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან (თვეში მაქსიმუმ 2000 ლარი). 

 

  • მობაილბანკიდან, საკომისიოს გარეშე გადაიხადონ თვეში 5 კომუნალური გადასახადი.  

 

  • საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ბანკში გადარიცხონ ლარი საკომისიო გადასახადის გარეშე .  

 

  • ისარგებლონ მუდმივად მრავალფეროვანი და რეალურად სარგებლიანი შეთავაზებებით. 

რაც ყველაზე მთავარია, ახალი თიბისი ბარათი არის სრულიად უფასო და მომხმარებელს არ ხვდება დაფარული საკომისიოები.  

აიღე უფასო თიბისი ბარათი მობაილბანკიდან, სულ რაღაც 30 წამში: https://tbcbank.ge/ka/tbc-card 

ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა - სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა, თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.  

  

  

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ONEX გაფართოებას და ახალი სერვის ცენტრების დამატებას განაგრძობს

11.07.2025.14:00

ONEX-ის კიდევ ერთი ახალი ფილიალი ახალქალაქში გაიხსნა. rogorc როგორც Business Insider Georgia-სთან ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განუცხადა, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით ONEX განაგრძობს ზრდასა და სერვისების განვითარება.

სულ ახლახან, კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა  — ახალქალაქში გაიხსნა ONEX-ის ახალი სერვის ცენტრი, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურების შექმნას. 

ახალქალაქში ONEX-ის ახალი სერვის ცენტრი ძერჟინსკის №3-ში მდებარეობს.


“ახალქალაქის ფილიალი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომხმარებლებთან უფრო ახლოს ვიყოთ, გავუმარტივოთ ამანათის სწრაფად მიღების პროცესი და უფრო სასიამოვნო გავხადოთ ონლაინ შოფინგი. მომხმარებლებს შეუძლიათ უკვე განაახლონ თავიანთი შეკვეთის მიწოდების მისამართი ONEX-ის ვებსაიტზე, ან აპლიკაციაში და მიიღონ ამანათები ახალგახსნილ სერვისცენტრში,”- განაცხადა კომპანია ONEX-ის მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ადამიამ. 

ამასთანავე, თბილისში ONEX-მა სულ ახლახან გაუშვა უფასო სახლში მიტანის სერვისი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ამანათები მარტივად, საცობების, რიგებისა და სერვისცენტრში მისვლის გარეშე, პირდაპირ სახლში მიიღონ. ახალი საკურიერო სისტემა, რომელიც კომპანიამ დანერგა უზრუნველყოფს მეტ კომფორტს და დაუზოგავს მომხმარებლის დროს, ფულს და ენერგიას. 

ONEX აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და კიდევ მრავალი სიახლე და სერვისი ელოდება მომხმარებლებს უახლოეს მომავალში.

ONEX საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში შვილობილი კომპანია ოფიციალურად, 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა. კომპანიის ორი მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე.
ONEX-ი მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support, კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Pinduoduo, Inditex Group-ში შემავალი მაღაზიები და სხვა.
ONEX - ის მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ასევე ავტომატიზებული გამცემი პუნქტი ე.წ Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა