ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
            ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსის მეორე ნაკადზე, მომავლისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა და AI ტექნოლოგიების შესწავლა 150 მოსწავლემ დაიწყო.
AI საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტს ნულიდან - პროფესიულ დონემდე. ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის დასრულებისას ჩატარდება ეროვნული ოლიმპიადა, სადაც გამოვლინდება ეროვნული ნაკრები, რომელიც 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დარეგისტრირებულთა ორმაგი რაოდენობა მოწმობს. წელს 500-მდე მოსწავლემ გაიარა შესარჩევი ეტაპი. გაზრდილი მოტივაციისა და მაღალი ხარისხით შესრულებული დავალებების გამო, კურსის მასშტაბი გაფართოვდა და დაგეგმილი 50 მოსწავლის ნაცვლად AI საოლიმპიადო კურსზე 150 უფროსკლასელი ჩაერთო.
წლევანდელი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გოგონების გაზრდილი ჩართულობაა - მონაწილეთა 33% გოგოა, მაშინ როდესაც გასულ წელს გოგონები პროგრამაში არ მონაწილეობდნენ.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა რეგიონებიდან კურსის მონაწილეთა 20% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა (წინა წელს მხოლოდ 7% იყო), რაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდასა და თიბისის და GAIA-ს ერთობლივი ძალისხმევის წარმატებულ შედეგზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.
კურსის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.
განათლება შესაძლებლობაა, მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით დგას თიბისი ახალი თაობის გვერდით. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი თავად შექმნან. AI საოლიმპიადო კურსი ამ მიზნის ნათელი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხიან განათლებას და თვითგანვითარების, ახალ თაობას კი აძლევს გზას განათლებით საკუთარი ამბავი შექმნას.
            
            
        სხვა სიახლეები
                საქართველოს ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე ვერცხლის ჯილდო მიიღო
                04.11.2025.17:16
საქართველოს ბანკმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჯერად, ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე, პროდუქტისა და სერვისის ინოვაციის კატეგორიაში, ვერცხლის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია წელს საბერძნეთში, ათენში გაიმართა.
Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციური გადაწყვეტებით საბანკო სექტორს გარდაქმნიან. კონკურსის მიზანია გამოავლინოს გამორჩეული ინიციატივები, რომლებიც მომავლის ბანკინგში ახალ სტანდარტს ქმნიან.
საქართველოს ბანკმა აღნიშნული ჯილდო მოიპოვა Ads მენეჯერის პლატფორმით – ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტით, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შექმნან შეთავაზებები და განათავსონ ისინი ბანკის ციფრულ არხებში, მათ შორის მობილბანკსა და sCoolApp-ში, სადაც ყოველთვიურად 1.7 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელია. პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესის კომუნიკაციას მომხმარებლებთან. ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც შეთავაზების შექმნა, ასევე ვიზუალის შერჩევა, შედეგების გაზომვა და ანალიტიკის ნახვა. სწორედ ამ ინოვაციური მიდგომისა და მომხმარებელზე მორგებული დიზაინის წყალობით მიენიჭა საქართველოს ბანკს საერთაშორისო აღიარება.
„საქართველოს ბანკისთვის ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისკენ, ციფრული ეკოსისტემის განვითარებისა და მომხმარებელზე მორგებული სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ. საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკის ინოვაციური მიდგომები საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის ერთობლივი ხედვისა და იმ ფასეულობების დამსახურებაა, რომელზეც ჩვენი საქმიანობაა დაფუძნებული. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ 1 750 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის საბანკო სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ, ხოლო ბიზნესებისთვის ვიყოთ არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი, რომელიც ეხმარება და ხელს უწყობს მათი საქმიანობის განვითარებაში და ავტომატიზაციაში“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში” - განაცხადა მაია გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.