მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

ახალი საწარმო და მზარდი მოთხოვნა - „სვანიძის ზეთისხილი“ მაშტაბური ექსპორტისთვის ემზადება

news image

Svanidze Olive Oil / სვანიძის ზეთისხილის ზეთი ექსპორტზე მასშტაბური გასვლისთვის ემზადება, თუმცა მანამდე ახალ საწარმოში ISO-ს შესაბამისობის სერტიფიკატის დანერგვაზე მუშაობს, რაც საექსპორტო ბაზრებზე წვდომას გაუმარტივებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა, ნიკა მარკოზაშვილმა განაცხადა, ზეთისხილის მოსავალი უკვე დაბინავებულია და ახლა მისი გადამუშავება მიმდინარეობს.

„მოსავალი დავაბინავეთ. ჩვენი ბაღები თანდათან უფრო და უფრო შედის მსხმოიარობაში, რადგან სხვადასხვა ასაკის ბაღები გვაქვს. ზოგი გარდამავალ ფაზაშია, ზოგი მსხმოიარეა, ზოგი კი ახლა იწყებს მსხმოიარობას. მოსავალი (ნაყოფი) დაახლოებით 350-450 ტონამდეა. დედოფლისწყაროში ახალი საწარმო გავხსენით - ახალი დანადგარებით, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ მოკრეფიდან დამუშავებამდე მოკლე დრო გვქონდეს. შესაბამისად, ხარისხი უკეთესია, ანუ მოკრეფიდან გადამუშავებამდე დაყოვნება ნაკლები დროით ხდება, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს. რაც შეეხება წარმოების კუთხეს, დანადგარებიც უკვე ავტომატიზებულია. ეს არის იტალიური დანადგარები, რომელთა წარმადობაც საათში დაახლოებით 1500-დან 2000 ბოთლამდეა“, - აცხადებს ნიკა მარკოზაშვილი.

„სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორის განმარტებით, ახალი საწარმო კომპანიას ზეითისხილის ზეთის გარდა ზეთისხილის სხვა პროდუქტების სერიული გამოშვების შესაძლებლობასაც აძლევს.

„თვითონ საწარმოს პროექტი გაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ფაზა, რომელიც უკვე დასრულდა, ზეთის წარმოების ნაწილს მოიცავდა. ეს არის მთლიანი ციკლი, ანუ გადამუშავება, დაფასოება, ჩამოსხმა, რეალიზაცია თავისი დასაწყობებით. შემდეგი ფაზა კი უკვე დაგეგმილია მიმდინარე წელს - ეს არის მარინადების წარმოება, რისთვისაც საწარმო კონსტრუქციულად წინასწარ არის მოწყობილი“, - აცხადებს „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.

ირკვევა, რომ „სვანიძის ზეთისხილი“ მარინადების სერიულ წარმოებას უკვე 2026 წლის მოსავლიდან დაიწყებს.

„2025 წლის მოსავლიდან გვაქვს მცირე წარმოება ისე, როგორც აქამდე ვაწარმოებდით, მცირე მოცულობებით. თუმცა უშუალოდ დიდ მასშტაბებზე უკვე მომავალი წლიდან გადავალთ, მას შემდეგ, რაც დანადგარები დაგვემატება“, - აღნიშნავს ნიკა მარკოზაშვილი.

ახალი საწარმოს გახსნამ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა და მომხმარებლის ცნობიერების გაზრდამ „სვანიძის ზეთისხილის“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზარდა.

„გაყიდვები 30-35 პროცენტით არის გაზრდილი. ეს ძირითადად ადგილობრივ ბაზარს მოიცავს. ეს განაპირობა იმანაც, რომ ფასის შესაბამისად გვაქვს გარკვეული ვარირების საშუალება; თუ ადრე მეტი ადამიანური რესურსი იყო ჩართული ერთეული ბოთლის წარმოებაში და თვითღირებულება უფრო მაღალი იყო, ახლა დანადგარები ამის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ფასზეც აისახოს.

პარალელურად მიდის ISO-ს შესაბამისობის სერტიფიკატების დანერგვა. ეს არის პროცესი, რათა ყველა ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალება გვქონდეს. მოთხოვნა საკმაოდ დიდია როგორც აზიური ბაზრიდან, ისე დსთ-ს ქვეყნებიდან და ასევე ევროპიდან. მოთხოვნა უფრო მეტად არის ისრაელიდან და აშშ-დან. საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და მომართვიანობაა. შესაბამისად, ეტაპობრივად მივდივართ იქამდე, რომ უკვე დავიწყებთ საექსპორტო ბაზრის ათვისებას.

ISO-ს დანერგვა, მოკლედ რომ ვთქვათ, სადღაც 3-დან 6 თვემდე პროცესია და, შესაბამისად, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ექსპორტის განხორციელება“, - აღნიშნავს „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ „სვანიძის ზეთისხილი“ თავის ახალ საწარმოში ზეთისხილის მიღებას ფერმერებისგანაც ახდენს.

„დიახ, ვისაც ექნება შესაბამისი ხარისხისა და კლასის ზეთისხილი, მივიღებთ. რა თქმა უნდა, ნაყოფი არ უნდა იყოს კვირეობით დალაგებული და ა.შ. ყველასგან ჩავიბარებთ და გადავამუშავებთ. ორი ნაწილი გვექნება: ერთი, რომ შევთავაზებთ შესყიდვას - უშუალოდ ჩავიბარებთ და ჩვენ გადავამუშავებთ ნაყოფს, და მეორე -  მომსახურება: შესაძლებელია, რომ მომსახურება გავუწიოთ ფერმერს“, - აღნიშნავს ნიკა მარკოზაშვილი.

ბოლო პერიოდში ფერმერების მხრიდან ზეთისხილის მოყვანაზე ინტერესი გაზრდილია, რაზეც გარკვეული გავლენა „დანერგე მომავალმაც“ იქონია.

„ინტერესი გაზრდილია. კულტურა დაახლოებით 4-5 წლიდან უკვე იწყებს მსხმოიარობას. „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 3000 ჰექტარზე მეტია გაშენებული, რასაც ემატება ის ბაღები, რომლებიც ფერმერებმა თავად გააშენეს. ვინაიდან ეს ბაღები მსხმოიარობაში შედის, ჩაბარებისა და გადამუშავების მოთხოვნა გაზრდილია და ყოველ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ბაზრის ბუნებრივი მაჩვენებელი, რადგან რაც უფრო გაიზრდება ხე, მით მეტ ნაყოფს ისხამს, მეტი მოსავალია და, შესაბამისად, გადამუშავების მოთხოვნაც გაცილებით დიდია“, - აცხადებს კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ „სვანიძის ზეთისხილის“ ახალი, თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო 2025 წლის ბოლოს გაიოხსნა. ეს მასშტაბი საქართველოს ზეთისხილის ზეთის წარმოების ისტორიაში სრულიად ახალ სტანდარტს აყალიბებს.

ახალი საწარმო გამორჩეულია თავისი ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით - აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.18:00

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.

აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.

სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?

ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.

პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.

რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?

წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?

დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.

ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.

ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა