ახალი სასერტიფიკატო კურსები წლის საუკეთესო პროექტია, რომელიც წამოვიწყეთ - ,,კოლაიდერი"
Collider/კოლაიდერი მიმდინარე წელს აჯამებს და აცხადებს, რომ წლევანდელმა შედეგმა მოლოდინი გაამართლა. როგორც ცნობილია, ,,კოლაიდერმა" ზაფხულში შექმნა სასწავლო აკადემია და გააერთიანა თავისი ქუდის ქვეშ Collider generation/ კოლაიდერის თაობა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორი ანანო ჭიჭაღუა Business Insider Georgia-თან აცხადებს.
,,ძალიან ნაყოფიერი სეზონი გვაქვს, 2023 წელს საუკეთესო შედეგით ვხურავთ. ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, მათ შორის, ახალი პროექტი ,,სასერტიფიკატო კურსები", რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ხუთი თვეა, რაც გაიხსნა და ჩვენი სერტიფიკატით რამდენიმე სტუდენტი დასაქმდა კიდეც, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია. ათი კურსი ჩატარდა და თითოზე საშუალოდ 10 სტუდენტი ირიცხებოდა. მათი უმეტესობა ქართველები არიან, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც დაფიქსირდა მოთხოვნა. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალ წელსაც გავაძლიერებთ. მეტი წარმატების და მეტი საქმის კეთების წელი წინ გველოდება", - აცხადებს ანანო ჭიჭაღუა.
რაც შეეხება სასერტიფიკატო კურსს, როგორც ,,კოლაიდერის" დირექტორი განმარტავს, მომხმარებლებს შეუძლიათ დაეუფლონ ვებ-დეველოპმენტს, გრაფიკულ დიზაინს, ფოტოგრაფიას, ციფრული მარკეტინგსა და სხვა. „კოლაიდერი" კურსდამთავრებულებს დასაქმებაშიც დაეხმარება, რაც სწავლების მსურველებისთვის დიდი უპირატესობაა.
„კოლაიდერი“ არის სივრცე, რომელიც განსხვავებულ პროფესიებს, პროფესიონალებს, ინფორმაციებს, უბრალოდ საინტერესო ადამიანებს აერთიანებს და სრულად მათზე მორგებულ, უნიკალური ტიპის საერთო სამუშაო კომუნას სთავაზობს.
თბილისში „კოლაიდერი“ ოფიციალურად 2021 წლის 7 სექტემბერს გაიხსნა.
კომპანია სტაბილურად ათ ადამიანს ასაქმებს.
სხვა სიახლეები
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
18.11.2025.11:16
AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.
GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.
GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.
შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.