მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში გაყიდული 206 ბინა

news image

5 ივლისს, არქი ჰორაიზონის ახალი პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებზე დიდიფასდაკლების დღე გაიმართა, სადაც, მხოლოდ ერთ დღეში, რეკორდული რაოდენობის 206 ბინაგაიყიდა და არქის დიდ ოჯახს ჯამში 700-ზე მეტი არქელი შემოუერთდა.

დიდი ფასდაკლების დღეზე, არქის ფილარმონიის ოფისს 12 საათიდან უამრავი დაინტერესებული ადამიანი ესტუმრა, რათა საოცნებო სახლი საუკეთესო ფასად შეეძინათ, როგორც საცხოვრებლად, ასევე, უძრავ ქონებაში მაღალშემოსავლიანი ინვესტიციის მიზნით. დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა, რაც კონკრეტული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას, მხოლოდ ერთი დღით იმართება და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ბინა არქის ახალ პროექტში ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება.

“5 ივლისს, უამრავი ადამიანი გვესტუმრა, ვისაც სურვილი ჰქონდათ პირველს შეერჩიათ და შეეძინათ ბინა არქი ჰორაიზონის ახალ კომპლექსში. ეს თარიღი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პრემიუმ პროექტზე პირველად გვქონდა დიდი ფასდაკლების დღე და ერთ დღეში 206 ბინა გაიყიდა.განსაკუთრებით მაღალი იყო ინვესტიციით დაინტერესებულთა რაოდენობა. ბევრმა დაბალრისკიანი ინვესტიცია განახორციელა და უკვე მეორე დღესვე სარგებელი მიიღო, რაც კიდევ მეტად გაიზრდება პროექტის დასრულებამდე. არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა არქელმა კომფორტულად იცხოვროს“ — არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი ჰორაიზონი ორთაჭალის მწვანე სივრცეში, კომფორტულ და მშვიდ ადგილას მდებარეობს. პრემიუმ კომპლექსის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აერთიანებს გარე აუზს, ფიტნეს დარბაზს, პადელის კორტებს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, სამეზობლო ლაუნჯს და პარკინგს - ყველაფერს კომფორტული ყოველდღიურობისთვის.

5 ივლისი არქის ფილარმონიის ოფისში ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან უამრავ ადამიანს საშუალება ჰქონდა ბინა საუკეთესო ფასად შეეძინა. ღონისძიების წამყვანი არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე იყო, ვინც თითოეულ ახალ არქელს შენაძენი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო ვითარებაში მიულოცა. ლიდერი დეველოპერული კომპანია თავის მაცხოვრებლებს წინ კიდევ უამრავ ახალ გამორჩეულ პროექტს, შეთავაზებას და ღონისძიება უმზადებს.

არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 19 წელია რაც უძრავი ქონების ბაზარზე მუდმივად ახალ ტენდენციებს ქმნის და სექტორს აძლიერებს. კომპანია 46 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. არქის 50-ზე მეტი დასრულებულიდა 30-ზე მეტი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ყველა უბანში, რუსთავში, ბათუმში, სიონში, ბაკურიანსა და მაიამიში, ამერიკაში.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია

30.04.2026.20:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.

„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა