ახალი ქართული ბრენდი „ავეჯია“ სათამაშოების მსოფლიო გამოფენაზე - Spielwarenmesse 2026-ზე წარდგება
„ავეჯია“ ეკომეგობრული და სრულიად უსაფრთხო საბავშვო ავეჯის ქართული ბრენდია, რომელსაც ბაზარზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ბრენდის დამფუძნებელი ნინო სამხარაძე Business Insider Georgia -სთან საუბარში აღნიშნავს რომ „ავეჯია“ Spielwarenmesse 2026 - ზე მიიღებს მონაწილეობას.
„ავეჯიას შემქმნელებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სწორედ სათამაშოების ინდუსტრიაში საერთაშორისო პლატფორმაზე მონაწილეობის საშუალება მოგვეცა, რადგან ჩვენი ხედვა ბავშვის ცხოვრებაში თამაშის როლსა და ამ გზით სამყაროს შემეცნებას უკავშირდება.
ავეჯია/AVEGGIA „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. სწორედ „აწარმოეს“ რეკომენდაციით შევიტანეთ Spielwarenmesse 2026 წლის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის განაცხადი. შესარჩევ კონკურსში ჩვენი კომპანია გამოვლინდა გამარჯვებულად. მოგეხსენებათ, გამოფენა Spielwarenmesse სათამაშოების ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი B2B პლატფორმაა, სადაც საშუალება გვეძლევა ამ სფეროს უმსხვილეს წარმომადგენლებს გავაცნოთ ქართული პროდუქტი, სათამაშო სივრცის ჩვენეული ხედვა და დიზაინი.

ზოგადად, საერთაშორისო გამოფენებსა და ფორუმებში მონაწილეობა ქართული კომპანიებისთვის იდეალური შესაძლებლობაა ექსპორტის განსავითარებლად. კონკრეტულად Spielwarenmesse-ს პლატფორმა ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვართ, ეს გამოცდილება სერიოზულ ბიძგს მისცემს ჩვენს წარმოებას, როგორც შემოქმედებითი, ასევე ტექნოლოგიური და მარკეტინგული თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ავეჯიას სამომავლო პერსპექტივას “, - აცხადებს ნინო სამხარაძე.
ცნობისთვის, ბრენდის პროდუქცია განკუთვნილია 2-დან 8 წლამდე პატარებისთვის და თანაბრად არის მორგებული როგორც ბავშვის, ასევე მშობლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.