ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან - ლევან მოსეშვილი
ქუთაისსა და ვენეციას შორის ავიამიმოსვლა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილის განცხადებით, იტალიის კიდევ ერთი ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია და არსებულ საჰაერო ქსელს კიდევ უფრო აძლიერებს.
,,დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ვენეცია არის ლიონის შემდეგ მეორე ახალი მიმართულება მიმდინარე წელს ჩვენი აეროპორტისთვის.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - Wizz Air კვლავ ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს საქართველოს ავიაბაზარზე: 2025 წლის 11 თვეში Wizz Air-მა საქართველოში 1,7 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა და ქუთაისის აეროპორტიდან 4 900-ზე მეტი რეისი შეასრულა,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340-მა მგზავრმა ისარგებლა. ლევან მოსეშვილის თქმით, ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტის კავშირებს ევროპასთან კიდევ უფრო გაამყარებს და რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.
ამჟამად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს.
სხვა სიახლეები
ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს
11.12.2025.16:00
წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.
12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.
განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.
საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:
ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.
