მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

ახალი ინოვაციით გვინდა სარესტორნო სფერო უფრო მალე ჩავრთოთ Digital სამყაროში და მინდა მადლობა ვუთხრა Mastercard-ს, რომ გვეხმარება ამის განხორციელებაში - Rezto-ს დამფუძნებელი

news image

ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერი Mastercard-ი საქართველოში ქართულ ციფრულ სარესტორნო პლატფორმა Rezto-სთან კოლაბორაციით ახალ პროექტს იწყებს, რითაც ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივის მეორე ეტაპს აანონსებს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები, რომლებიც Mastercard-ის ბარათებით გადაიხდიან, Rezto-ს პარტნიორ რესტორნებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.

„ჩვენი პროდუქტი Rezto შექმნილია სარესტორნო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. პროდუქტი მორგებულია, როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ისე ტურისტზე. ის მიზნად ისახავს ამ სფეროში სრულიად ახალი გამოცდილების შექმნას. ამ გამოცდილებას ჩვენ დავარქვით „მზად დაგხვდება“. აღნიშნული სერვისის საშუალებით ხალხს აღარ უწევს ლოდინი საჭმლისთვის. პროდუქტი ძალიან გამოსადეგი იქნება ადგილობრივი სექტორის ზრდისთვისაც. შესაბამისად, ამ ახალი ინოვაციით გვინდა, რომ სარესტორნო სფერო უფრო მალე ჩავრთოთ Digital სამყაროში და მინდა მადლობა ვუთხრა Mastercard-ს, რომ ეხმარება ქართულ, ინოვაციურ პროდუქტს ამის განვითარებაში“, - აღნიშნა ​Rezto-ს დამფუძნებელმა დავით წიკლაურმა.

Mastercard-ის საერთაშორისო ბარათის მფლობელი ტურისტები Rezto-ს პლატფორმის მეშვეობით: 

  • მიიღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებები www.rezto.ge-ის პარტნიორ რესტორნებში
  • შეძლებენ წინასწარ შეუკვეთონ სასურველი კერძები და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები
  • სწრაფად და მარტივად დაჯავშნიან სასურველ ადგილს ციფრული პლატფორმის მეშვეობით
  • მიიღებენ მრავალენოვან მხარდაჭერას ჯავშნისა და შეკვეთის პროცესში

Mastercard-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში როგორც საბარათე, ასევე, ციფრული გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარებაზე. 

Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარე 50-მდე რესტორნის ჩართვას. www.rezto.ge, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ცნობადობა, გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში, მათ შორის ბათუმში, მცხეთაში, გუდაურსა და ბაკურიანში გეგმავს. შესაბამისად გაფართოვდება Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის არეალიც და სულ მალე, მთელს საქართველოს დაფარავს. 

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს

21.06.2025.15:56

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება. სპეციალურად  ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში  მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

სპორტული აქტივობების სია კი ასე გამოიყურება: 

1. მძლეოსნური გარბენი;

2. ქვიშის ფრენბურთი;

3. ქვიშის ჭიდაობა;

4. ქვიშის ფეხბურთი;

5. ქვიშის რაგბი;

6. ჭადრაკი;

7. მაგიდის ჩოგბურთი;

8. ველოსპორტი;

9. კარატე;

10. კანოე.

სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან, ბათუმის ზღვისპირა პარკის,  პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგ სახეობებში დაიწყება: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრება კანოეში ნურის ტბაზე. კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იასპარეზებენ.

11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი,  12:00 საათზე კი მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ)  ანბანის კოშკთანდასრულდება.

ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველოგარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია  10:00 საათიდანდაიწყება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტსმენები აჭარის რეგიონიდან.

ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.

ღონისძიების პარტნიორები არიან - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა