მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

news image

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას ორი საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ბათუმში 2025 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში იგეგმება. მხოლოდ 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო ტექნიკის შეძენისთვის ტავ ჯორჯიას 12,5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.

“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი, როგორც აეროდრომზე, ასევე ტერმინალის ნაწილში. მომატებული მგზავრთნაკადის ფონზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც პასუხობდეს ყველანაირ გამოწვევას, რათა მომსახურების ხარისხის ის მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ, რომელსაც უკვე წლებია ჩვენი მგზავრები შევაჩვიეთ.” – აცხადებს ტავ ჯორჯიას ტექნიკური მენეჯერი ალუდა ცაბაური.

პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები დასრულდება. იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მგზავრების დახვედრის ზონასთან და დამატებით საოფისე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას წარმოშობს, რაც აეროპორტის ოპერაციებისა და კომერციული გამოყენებისთვის არის განსაზღვრული. ასევე, რიგების მოსაწესრიგებლად და გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება. მთავარი შესასვლელის მხრიდან ტერმინალს ასევე დაემატება ახალი სივრცე იმ ტერიტორიის ხარჯზე, რომელიც მანამდე მსუბუქი გადახურვით იყო წარმოდგენილი.

ტავ ჯორჯიას 2025 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილშიც. საჰაერო ხომალდების სადგომების ტერიტორია გაფართოვდება 8200 მ²-ით და მოხდება დაზიანებული ხელოვნური ზედაპირის რეაბილიტაცია 14 000 მ²-ზე. შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა რომ აეროდრომზე ერთდროულად განთავსდეს 9 საშუალოგაბარიტიანი (ICAO: C code) თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაც დაიწყო, რომელიც მოიცავს ხელოვნური საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს კრიტიკულ ზონებში 45 000 მ2 ფართობზე.

გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა მომატებული მგზავრთნაკადის გამო შეიქმნა. სხვაობა ცივფრებში საკმაოდ თვალსაჩინოა, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე პანდემიამდელ პარიოდთან შედარებით.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როდესაც ავტომობილი ბუნების ნაწილად იქცევა - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაზაფხული

23.05.2025.20:23

ბუნების დაბადება, გაზაფხულის ფერები, ამინდისა და განწყობის ცვლილება - ამ კომპონენტების გაერთიანება, აღბეჭდვა და მნახველამდე მიტანა იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საიმიჯო ფოტოგადაღების მიზანი, რომელმაც ბრენდის ავტომობილები ბუნებაში, განსხვავებულ და კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა.

ფოტოებიმაზდა ცენტრი თეგეტასადა ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შეიქმნა. გადაღება ქალაქგარეთ დაიგეგმა, სადაც პეიზაჟიმაზდასიაპონურ კულტურას ჰარმონიულად შეერწყა. ფოტოებზე ასახულია  ავტომობილები - CX60 და Mazda 3 ჰეჩბეკი, რომელთა განსხვავებული სტილი და ფერი ეფექტურად პასუხობს ჩანაფიქრს. ნამუშევრები ფირითაა შესრულებული, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის ფოტოებს.

 

საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი:თავისუფლების შეგრძნება გაზაფხულის მშვიდ დღეს - ალბათ ესაა განწყობა, რომელსაც ნამუშევრები აჩენს. აქ ავტომობილი მეტია, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. ის ლანდშაფტის, შეგრძნებების ნაწილად იქცა. ჩვენი მიზანი იყო, დამთვალიერებელს ეგრძნო  ჰარმონიული კავშირი ავტომობილებსა და ბუნებას შორის; მიზნის მიღწევაში რამდენიმე კომპონენტი დაგვეხმარა: გაზაფხულის ფერები, მზე, ცივი და თბილი ტონების მონაცვლეობა, ნისლი, ტყე, ყვავილებიანი მინდორი... 

მარიამ სიჭინავას ნამუშევრები გამორჩეულია სწორედ ბუნებისა და ადამიანის არაჩვეულებრივი სინთეზით. გვსურდა, რომ ამ ჰარმონიულ კავშირში ავტომობილებიც ჩაგვერთო. ვფიქრობ, შთამბეჭდავი თანამშრომლობა გამოგვივიდა. ფოტოების ეფექტს განსაკუთრებით აძლიერებს ფირი, რომელიც იდეალურად გადმოსცემს სეზონის ესთეტიკას და საშუალებას გაძლევს, რეალობა  ზედმეტი ჩარევების გარეშე აღბეჭდო“.

ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ გაზაფხული მისთვის ახალი ჰაერის, რბილი ნათების, პასტელური ფერების, ნისლისა და მზის ერთობლიობაა. სწორედ ამ კომპონენტების ასახვა სურდა ფოტოსესიაში. გადაღებისთვის მოდელი თაკო კოსტავა შეირჩა. არჩევანი იდეის ავტორებმა მისი განსაკუთრებული, სახასიათო ვიზუალის გამო გააკეთეს.

მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: მაზდა ცენტრი თეგეტასთანთანამშრომლობა განსხვავებული გამოცდილება იყო ჩემთვის. გუნდისგან სრული ნდობა, თავისუფლება და მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. გაზაფხულის ფოტოსესიის დროს ჩვენი ამოცანა იყო, ავტომობილი წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ტრანსპორტირების საშუალებად, არამედ როგორც პერსონაჟი, რომელიც მოგზაურობს კინემატოგრაფიულ სამყაროში. ამ მიზნითმაზდასთანამედროვე დიზაინის  ავტომობილები გადავიღეთ მისტიკურ გარემოში, ნისლში, ცივი და თბილი ფერების ცვალებადობით. გადაღების დღეს რამდენჯერმე იწვიმა. დღის გარკვეულ მონაკვეთში მზე იყო, შემდეგ - ნისლი. რეალურად ამინდის რადიკალურმა ცვლილებამ, შეიძლება ითქვას, ხელი შეგვიწყო - გვქონოდა რამდენიმე განწყობა. შედეგი დამთვალიერებელმა უნდა შეაფასოს, თუმცა ჩემთვის ამ ფოტოებს სიმშვიდისა და იდუმალების შერწყმული განწყობა მოაქვს. თითოეული ფოტო თითქოს კინოკადრია“.

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღებას ყველა სეზონზე გეგმავს. მალე იაპონური ბრენდისა და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შექმნილ ახალ ნამუშევრებს ვიხილავთ. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 201წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა