მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

news image

თიბისის მობაილბანკი აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალ ფურცელს შლის.

ახალი ფონტი, გამარტივებული ფორმები და დახვეწილი ფერები, უფრო მსუბუქი  და ნათელი აპლიკაცია - გრძელვადიანი მუშაობის შემდეგ,  თიბისის მობაილბანკის ახალი გვერდი მზადაა - მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით შექმნილი ფუნქციონალები. 

მობაილბანკის განახლების მთავარი მიზანი, მომხმარებლისთვის ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებაა; რის შედეგადაც, ფიზიკურ ფილიალებში ვიზიტის საჭიროება, ფაქტობრივად, ქრება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

მომხმარებლის თითოეულ საჭიროებამდე მისასვლელი გზა მობაილბანკში ისეა მოწყობილი, რომ მიზნამდე მისასვლელად მას რაც შეიძლება ნაკლები ნაბიჯი დასჭირდეს.

ეს განახლება, სწორედ, ამ იდეაზეა აგებული, რომ მომხმარებელს საუკეთესო საბანკო გამოცდილებაზე წვდომა ნებისმიერ დროსა თუ ლოკაციაზე პირდაპირ მობილურში ჰქონდეს. თიბისის ტექნოლოგიებისა და მობაილბანკის განვითარების გუნდმა ამ პროექტზე ერთობლივად იმუშავა და მომხმარებლისთვის თანამედროვე, ინოვაციური განახლება შექმნა.

თიბისის მობაილბანკის ეს განახლება აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. 

გადმოწერე ან განაახლე თიბისის მობაილბანკი და მიიღე მობაილბანკინგის ახალი გამოცდილება.  

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება

18.11.2025.15:00

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართ ინტერესის გაღვივება და ინოვაციური აზროვნების წახალისება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს, გარდა ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლებისა.

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც 19 ნოემბერს, 19:30 საათზე, ონალინ გაიმართება, სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები დეტალურად გაეცნობიან:

•ოლიმპიადის მიზნებსა და ეტაპებს;
•მონაწილეობის წესებსა და კრიტერიუმებს;
• რეგისტრაციის პირობებსა და ვადებს;
• შესარჩევი და ფინალური ტურის სტრუქტურასა და საპრიზო ფონდის შესახებ ინფორმაციას.

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია:

https://go.bog.ge/4qYUjTK

ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დარეგისტრირდი და გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.

• STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
• STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
• საპრიზო ადგილზე გასული გუნდების პეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
• ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა