მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

news image

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ ინტერნეტბანკშივე შექმნან ინვოისები, ჩამოტვირთონ, გააგზავნონ და, რაც მთავარია, ავტომატურად დაუკავშირონ ჩარიცხულ თანხებს.

ამ სიახლით ბიზნესებს გადახდებთან და ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები შეუძლიათ ერთ სივრცეში მოაქციონ.

რას მოიცავს ახალი ფუნქციონალი?

• ჩარიცხული თანხების ავტომატური დაკავშირება შესაბამის ინვოისებთან, რაც უზრუნველყოფს სტატუსების ავტომატურ განახლებას - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩარიცხვების იდენტიფიცირება ავტომატური ხდება, ტრანზაქცია კონკრეტულ ინვოისს თავისით მიებმევა, მექანიკურად მონიტორინგი კი საჭირო აღარ იქნება.

• ინვოისების შექმნა და გაგზავნა როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან ბიზნეს ინტერნეტბანკის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

• ინვოისზე კომპანიის ლოგოს, ხელმოწერის დამატების შესაძლებლობა;

• დღგ-ისა და ფასდაკლების მითითება ინვოისის შექმნისას;

• ინვოისის მონახაზის შექმნა და მისი ჩამოტვირთვა PDF ფორმატში;

• გაგზავნილი და მიღებული ინვოისების მართვა ერთ სივრცეში – ყველა ინვოისი ხელმისაწვდომია ბიზნეს ინტერნეტბანკში;

• ინვოისების სტატუსების კონტროლი – გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, გადასახდელი ან ვადაგასული ინვოისების შემოწმება.

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკს ცოტა ხნის წინ დაემატა კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა. მომხმარებელს შეუძლია ინვოისის ფოტოს ატვირთვა, რომელსაც სისტემა AI ტექნოლოგიის მეშვეობით კითხულობს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად ავსებს. აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების რისკს და ზოგავს ბიზნესის დროს.

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკში ხელმსაწვდომია თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომლითაც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, გადაამოწმოს მიიღო თუ არა გაწეული მომსახურების საფასური და ნახოს, თანხის რა ნაწილია ჩარიცხული. პროდუქტის უპირატესობას ასევე წარმოადგენს ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის ელფოსტაზე გაგზავნა. კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო.

აღმოაჩინეთ ბიზნეს ინტერნეტბანკის შესაძლებლობები და მართეთ თქვენი ბიზნესი მარტივად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი JOLLY-ის სიახლეები, 2025 წლის შედეგები და განვითარების გეგმები

30.01.2026.14:00

JOLLY ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელს, ანასტასია ბაგრატიონს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ამჟამად, ჩვენი ბრენდი ახალი პროდუქტების დამატებაზე აქტიურად მუშაობს. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს და ჩვენი მომხმარებლების დღეები „ჯოლის“ ფერადი აქსესუარებით გავახალისოთ.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, დაინტერესებას ყოველდღიურად ვგრძნობთ მომხმარებლების საოცრად დადებითი უკუკავშირით, რაც უდიდეს სტიმულს გვაძლევს, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე - გავაფერადოთ მათი დღეები. ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი ლოიალურია, ბრუნდებიან და კვლავ იძენენ „ჯოლის“ პროდუქციას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ბრენდისთვის.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი ბევრი გამოწვევით სავსე იყო. ვმუშაობდით რამდენიმე ახალ პროდუქტზე, რომელიც წლის ბოლოს, საახალწლოდ ჩავუშვით გაყიდვაში, რამაც საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება გამოიწვია.

როგორია 2026-ის გეგმები განსაკუთრებით გაფართოების/ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

2026 წელს ბევრი სიახლე გვექნება ახალი პროდუქტების დამატებას კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საყვარელი მოხმარებლები მათ იგივენაირად შეიყვარებენ. ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის რეკომენდაცია, იმისათვის, რომ პროდუქცია მაქსიმალურად მათზე მორგებული იყოს და მათ ინდივიდუალიზმს გაუსვას ხაზი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა