მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

ახალი ფილიალი ბათუმში - Onex Georgia-მ კიდევ ერთი სერვისცენტრი გახსნა

news image

კომპანია Onex Georgia-მ ბათუმში ფილიალი ოფიციალურად გახსნა, რაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ამანათების მიღების სერვისს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს გახდის.

ბათუმის ფილიალის გახსნა წარმოადგენს Onex Georgia-ს სტრატეგიული განვითარების ნაწილს და მიზნად ისახავს რეგიონებში სწრაფი, ხარისხიანი და მომხმარებელზე მორგებული სერვისების გაძლიერებას. ახალი ფილიალი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ადგილზე მიიღონ ამანათები, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით და გაამარტივონ საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული პროცედურები.

Onex Georgia ორ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების გადაზიდვას მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საბერძნეთი.

კომპანია მუდმივად მუშაობს სერვისების გაუმჯობესებასა და ქსელის გაფართოებაზე.

ბათუმის ფილიალის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მისიისკენ - უზრუნველყოს ამანათების სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ტრანსპორტირება და მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

Onex Georgia მადლობას უხდის მომხმარებლებს ნდობისა და ერთგულებისთვის და განაგრძობს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას მათთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წელს დიდი ზრდა გვქონდა - Traveltime.ge ბაზრის ტენდენციებსა და კომპანიის მიღწევებზე

30.12.2025.13:00

2025 წელს საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა, არ იყო მარტივი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია Traveltime.ge • თრეველთაიმ.ge-ს თანადამფუძნებელი თაკო მამაიაშვილი.

მისი თქმით, ტურისტული კომპანია Traveltime.ge-სთვის, რომელიც ბაზარს 2024 წლიდან შეუერთდა, 2025 წელი მნიშვნელოვანი ზრდით დასრულდა.

„ჩვენს გაყიდვებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია პარიზი, იტალია და მისი ქალაქები, ასევე ლონდონის მიმართულება. 2025 წელს ლონდონი საკმაოდ მოთხოვნადი იყო ჩვენს მაგალითზე. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ ლონდონსა და თბილისს შორის თავისი გავლენა იქონია და წინა წელთან შედარებით ლონდონის მიმართულებაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო.

რაც შეეხება Traveltime.ge-ს საქმიანობის წლიურ შეჯამებას, ჩვენ 2024 წლიდან ვოპერირებთ ბაზარზე და გეტყვით, რომ 2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ახლები ვიყავით ბაზარზე. ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ სტაბილური ზრდის შენარჩუნება და პოზიციების გამყარება. 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა Traveltime.ge-ს გაყიდვები, ასევე მოთხოვნა ჩვენს სერვისებზე. მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ერთგული მომხმარებლების რაოდენობა და კომპანიის ცნობადობა გაიზარდა 60%-ით. ანუ 2025 წელს საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა. არ იყო მარტივი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ და მოვახერხეთ ამისთვის. მართლაც მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით“, - აცხადებს თაკო მამაიაშვილი.

რაც შეეხება Traveltime.ge-ს კონკურენტულ უპირატესობას, კომპანიის მეორე თანადამფუძნებლის, ნინი მამაიაშვილის თქმით, მაღალ ხარისხთან ერთად ეს არის დიდი ყურადღება და გულისხმიერება, რასაც Traveltime.ge-ს გუნდი საკუთარი მომხმარებლების მიმართ იჩენს.

„პირველ რიგში – სერვისი, ყურადღება. ჩვენი ყველა მომხმარებელი გაფრენის დღიდან არის ჩვენი მხრიდან დიდი ყურადღების ქვეშ. ისე ვზრუნავთ მომხმარებლებზე, როგორც მშობელი, რომელიც პირველად უშვებს ბავშვს დასასვენებლად დამოუკიდებლად - თავიდან ბოლომდე, რჩევებიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს მომხმარებლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კარგია, როცა პროდუქტს გაყიდი, მაგრამ გაყიდვასთან ერთად ბევრად მეტი ემოცია მოაქვს იმას, რომ შენი მომხმარებელი უკან გიბრუნდება. ანუ შევიძინეთ ბევრი ლოიალური მომხმარებელი, ეს კი ჩვენთვის დიდი წარმატებაა“, – ამბობს ნინი მამაიაშვილი.

ირკვევა, რომ Traveltime.ge-ს შემთხვევაში მოთხოვნა ძირითადად საშუალო და მაღალი სეგმენტის ტურისტულ პაკეტებზეა, რაზეც დიდი დადებითი გავლენა პირდაპირმა ფრენებმა იქონია.

„პირდაპირი ფრენების დამატებამ მოთხოვნაც გაზარდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლონდონის მიმართულებაზე მოთხოვნა 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასეთი მოთხოვნა ლონდონზე, რაც წელს იყო, მანამდე არ გვქონია. ანუ როცა პირდაპირი ავიარეისები ემატება, მოთხოვნაც გვეზრდება.

2025 წელს ჩვენ მაინც ახლები ვიყავით ბიზნესში და თავიდან, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ იცი, და დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს იგებ და სწავლობ პრაქტიკით. თავიდან, როგორც სხვა კომპანიებმა, ჩვენც დავიწყეთ მუშაობა Facebook რეკლამების გაშვებით და შემდეგ უკვე მივხვდით, რომ საჭირო იყო სწორი კონტენტი და სწორი მიმართულების აღება, რათა ჩვენს მომხმარებლებთან უფრო ახლოს მივსულიყავით. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რეკლამებს აღარ ვუშვებთ, რეკლამაში ფულს აღარ ვიხდით, აღარ ვბუსტავთ პოსტებს - 7-8 თვეა დავიწყეთ კონტენტის კეთება და ამიტომაც ჩვენი ცნობადობა 60%-ით არის გაზრდილი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია იცოდე, რას ყიდი, ვინ არის შენი მომხმარებელი და როგორ მიიტანო სათქმელი მომხმარებლამდე. ეს არის ყველაზე სწორი სტრატეგია, რათა ბიზნესმა იმუშაოს.

2025 წელს გვქონდა რამდენიმე ჯგუფური ტური და 2026 წელს ვგეგმავთ აქტიურად გავაკეთოთ ჯგუფური ტურები საკუთარი პროგრამებით. გვექნება რიტრიტ-პროგრამა თავისი იოგით და მედიტაციით და ასე შემდეგ. ასევე გვექნება ტურები ევროპაშიც. თებერვალში უკვე დაგეგმილი გვაქვს ტური პარიზში. ასევე ვგეგმავთ ჯგუფურ ტურებს იტალიაში, განსაკუთრებით მოთხოვნადია ვენეცია. გვექნება ასევე ჯგუფური ტურები შვეიცარიაში. ტაილანდში ჯგუფური ტური გვექნება ნოემბერში, სადაც იმართება Tomorrowland-ის ფესტივალი“, – აცხადებს თაკო მამაიაშვილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა