ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში | პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ
Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ - Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს.
ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე - გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები.
„Mastercard-ში ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არამხოლოდ გადახდის ინსტრუმენტებს სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ ემსახურება ცხოვრების სტილის ამაღლებას. Top|Card Black Edition სწორედ ამ იდეას გამოხატავს — ესაა ბარათი, რომელიც გაძლევთ წვდომას პრემიუმ გამოცდილებებზე, დაუვიწყარ თავგადასავლებსა და შეუფასებელ მომენტებზე" - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.
"ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, პრემიუმ სეგმენტისთვის სერვისებისა და პროდუქტების განვითარება, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ Mastercard-თან პარტნიორობით, სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ World Black Edition ბარათით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ პროდუქტის დანერგვაში ჩართულ ყველა გუნდს" - ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი
„მოხარულები ვართ, რომ სწორედ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები შეძლებენ World Black Edition-ის პირველად გამოყენებას. Top|Card Black Edition-ის მფლობელებისთვის, მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი შეთავაზებები, სამოგზაურო ბენეფიტები, სპეციალური კამპანიები და რა თქმა უნდა, საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილება, რომლითაც სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ. - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბარათით სარგებლობისას ხელმისაწვდომი იქნება Mastercard World Black Edition-ის მუდმივი სამოგზაურო უპირატესობები:
დეტალური ინფორმაცია Top|Card Black Edition-ის უპირატესობების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge
Top|Card Black Edition-ის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორი საქართველოში პლატფორმა tkt.ge იქნება. ერთობლივი კამპანია ზაფხულის სეზონს მიეძღვნება და ბარათის მფლობელებს, 13-31 მაისს ავიაბილეთის შეძენისას, საფასურის ხარჯის 3 თვეზე გადანაწილებას და დამატებით 200 ლარიან ქეშბექს შესთავაზებს.
ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მას, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლია მარტივად გახდეს სტუდიოს წევრი და დაიმტკიცოს სასურველი ლიმიტი ბარათზე.
სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.
ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.
აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:28
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.
„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.
კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.