Air Balloon Tbilisi – თბილისის ციდან დანახული ემოცია
AirBalloonTbilisi ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უნიკალური ატრაქციაა საქართველოს დედაქალაქში, რომელიც თანაბრად იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.
საჰაერო ბურთის გონდოლით ფრენისას სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ თბილისის პანორამული ხედებით როგორც დღის, ისე ღამის საათებში. ფრენა საშუალოდ 10 წუთს გრძელდება და დაუვიწყარ ემოციებს სთავაზობს მგზავრებს.
ატრაქცია ეკო-მეგობრულია და ფუნქციონირებს თითქმის სრულიად უხმაუროდ. ბურთის ძირითადი ფუნქციური ელემენტებია ჰელიუმით სავსე უზარმაზარი ბუშტი და გონდოლა, რომელიც ერთდროულად 30 ადამიანს იტევს.
ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბურთი არ ფუნქციონირებს ქარიან ამინდში. სპეციალური მოწყობილობა მუდმივად აკონტროლებს ქარის სიმძლავრესა და პროგნოზს, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური სისწრაფე და სტაბილურობა.
როგორც კომპანიის დირექტორმა, მეა კაპანაძემ Business Insider Georgia-სთან აღნიშნა, კომპანია რეგიონული გაფართოების გეგმაზე მუშაობს და ამ ეტაპზე კვლევის რეჟიმში იმყოფება.
„ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პროცესი დროში გაიწელა, თუმცა საკითხი კვლავ აქტუალურია. იმედი გვაქვს, რომ გლობალურ კონტექსტში არსებული დინამიკა გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს,“ - აცხადებს მეა კაპანაძე.
მისივე თქმით, მიმდინარე ტურისტული სეზონი მეტ-ნაკლებად არასახარბიელო ამინდებით გამოირჩეოდა:
„წელს ამინდი განსაკუთრებით არახელსაყრელი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადს, წინა წლებთან შედარებით, მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტის რაოდენობა შემცირებულია. უფრო ფოკუსირებულები ვართ ინდივიდუალურ ვიზიტორებზე. ევროპიდან გვესტუმრებიან სოლო მოგზაურები, ხოლო ძირითადი მომხმარებლები შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებიდან არიან“, - აცხადებს მეა კაპანაძე.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრებიდან:
„თუ ორი წლის წინ არაბული სეგმენტი დომინირებდა, დღეს ინდოეთიდან და პაკისტანიდან ჩამოსული ვიზიტორები უფრო აქტიურობენ“, - ამბობს AirBalloonTbilisi-ს ხელმძღვანელი.
საჰაერო ბურთით ფრენის ფასები განსხვავდება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი ვიზიტორებისთვის. კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის სეზონზე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ფასები შენარჩუნებულია და გასული წლის დონეზე რჩება.
„ფასები პრაქტიკულად უცვლელია. მცირედი ცვლილება გვაქვს მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისთვის,“ - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ საჰაერო ბურთი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საჰაერო ტრანსპორტად მიიჩნევა. ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია ქარის სიჩქარე არ აღემატებოდეს 5 მ/წმ-ს და ამინდი უნალექო იყოს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც AirBalloonTbilisi-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ატრაქციონის სალაროში. შეძენილი ბილეთი მოქმედებს 1 თვის განმავლობაში.
სხვა სიახლეები
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად
05.12.2025.18:42
31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.
1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.
ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.