AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 1500-ზე მეტმა მსურველმა შეავსო. გამარჯვებულების ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, შემდეგ კურსებზე:
Academy of Digital Industry
• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
• AI ChatBots
Smart Academy
• ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
Skillwill
• ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის
ScaleUp
• ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
Tbilisi School of Communication
• ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
• AI Agents & Automations
• AI ბიზნესის განვითარებაში
AgileSchool
• AI Automation
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულების შერჩევა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
სხვა სიახლეები
მოხარული ვარ, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში "თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს - მიხეილ ხიდურელი
17.12.2025.18:47
„ყველა განვითარებულ ქვეყანას ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - მათში განვითარებულია კაპიტალის ბაზრები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-ის ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით გაიმართა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერს"-ის მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-მა 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ეს ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.
პანელურ დისკუსიაში, რომლის ერთ-ერთი მონაწილე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი იყო, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი და „საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასოციაციის" გამგეობის წევრი პაპუნა ლეჟავა.
„ფორსაითის" მხარდაჭერით „რიკოს" მიერ 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სააგენტოს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, 12-მდე კომპანიის 20-მდე ემისიაა მხარდაჭერილი, რაც ჯამურად თითქმის 1 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ კერძო სექტორი ხედავს ამ შესაძლებლობის საჭიროებასა და მნიშვნელობას"-აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ღონისძიების დასასრულს სააგენტოს დირექტორმა კაპიტალის ბაზრის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.