მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

news image

AI-ს საერთაშორისო დღის ფარგლებში, სპეციალურად თიბისი IT აკადემიის ალუმნისთვის AI Meet-up გაიმართა, რომელსაც 100-მდე სტუდენტი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც თიბისი IT აკადემიისა და თიბისის Data & AI გუნდის ერთობლივი ორგანიზებით შედგა, მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თიბისის AI და მონაცემთა მიმართულების ლიდერების ინსპირაციულ Spark Talks-ებს, რომელიც ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საჭიროებებსა და ტექნიკურ ასპექტებს - მონაცემთა დამუშავებიდან დაწყებული, Generative AI-ის გამოყენებით ეფექტური ბრძანების წერის ტექნიკებით დასრულებული.

ღონისძიების მეორე ნაწილი განსხვავებული კონცეფციით წარიმართა - ინტერაქციული Dilemma Game-ის ფორმატში. მონაწილეებმა გუნდებად იმუშავეს რეალურ ბიზნეს-ქეისებზე. თამაში ფოკუსირებული იყო AI სისტემების უზუსტობებზე, ეთიკურ საკითხებზე, რისკების მართვასა და მომხმარებელზე ალგორითმული გადაწყვეტილებების გავლენაზე.

"ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ მიდგომას - ხელი შევუწყოთ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების გაძლიერებას" - თქვა თათა ანჯაფარიძემ, თიბისი IT აკადემიის ლიდმა, რომელიც მონაწილეებს აკადემიის ტექ კომუნის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
თიბისისთვის AI არის ყოველდღიურობის ნაწილი, სტრატეგიული მიმართულება და ქვეყნის ციფრული მომავლის შენების ერთ-ერთი მთავარი ძრავა.

2014 წლიდან დღემდე, თიბისი არაერთ მნიშვნელოვან AI პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის კომპანიის შიდა პროცესებსა და მომხმარებელთან ურთიერთობას. უკვე წარმატებით განხორციელდა მრავალი ინიციატივა; ხოლო რიგი მასშტაბური პროექტები რეალიზაციის პროცესშია.

თიბისი გეგმავს, მომავალშიც აქტიურად განავითაროს AI ეკოსისტემა ქვეყანაში, დარჩეს მისი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და წამყვანი მოთამაშე როგორც ბიზნესში, ისე განათლებისა და ინოვაციების სფეროში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მედლები ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან | ქართველი ჯუდოკების წარმატება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

26.07.2025.16:37

გრძელდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე მასპინძლობს. ჩვენი სპორტსმენების აქტივში 4 მედალია: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. აღნიშნული მედლები ჯუდოკების მოპოვებულია და მათი ასპარეზობის შესახებ ინფორმაციას დეტალურად გაგაცნობთ.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველს სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

ჯუდოს ტურნირზე, პირველ მედალს საბა ბოლქვაძე (-50კგ.) დაეუფლა. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ახალგაზრდა სპორტსმენმა ბრძოლა ესპანელ ალეხანდრო კიარონისთან, დასანანი ვაზარით დათმო. ამის შემდეგ, კირილ სტეცისა და კოენ მაკკეი გილბერტის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, ბოლქვაძემ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იმავე დღეს, ბრინჯაოს მედლის მოგების საშუალება ალექსი გულუასაც (-55კგ) ჰქონდა, რომელმაც ფინალური ბრძოლა შვეიცარიელ სილვანო კორისთან დათმო. მანამდე, გულუას 5 შეხვედრის ჩატარება მოუწია, სადაც 4 გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების აქტივს მორიგი მედალი ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60კგ.) შესძინა, რომელმაც ბერძენი, სლოვენიელი და ნიდერლანდელი მეტოქეები გააკრა ბეჭებზე, თუმცა ნახევარფინალში, აზერბაიჯანელ ჯუდოკასთან, ზეიდ ალასგაროვთან, დამარცხდა. ამის შემდეგ, ჭიაბერაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო და შვეიცარიელი ტიმეო კორის დამარცხება დამაჯერებლად შეძლო.

ჯერჯერობით, საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული მე-4 საშეჯიბრო დღე გამოდგა, რადგან ჯამში 4 მედალს მოვუყარეთ თავი. ვასილ გამეზარდაშვილი (-73კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა: ქართველმა ჯუდოკამ ფინალამდე 3 შეხვედრა ჩაატარა (სამივე 100:0) და ოქროს მედალთან სულ ერთი ბრძოლა აშორებდა, თუმცა სერბ ველიკო ვარნიჩიჩთან იუკოთი დამარცხდა. 

იმავე დღეს, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში წარმატებას მიაღწია გიორგი მუმლაძემ (-81კგ.). ახალგაზრდა ჯუდოკამ, რომელიც 18-წლამდელებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს გუნდის მედროშე გახლდათ (ტყვიის მსროლელ ლიზი აღნიაშვილთან ერთად), ტურნირზე ასპარეზობა ეფექტურად დაიწყო და 2 გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, ფინალისკენ გზა მუმლაძეს  უკრაინელმა მიხაილო სოლიანიკმა გადაუღობა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში, ჩვენმა მედროშემ სლოვენიელი ალექს კრივეჩი ტატამზე 2 ვაზარით დასცა.

25 ივლისს, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შემდეგი ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ: ნიკა გოგობერიძე (ტაეკვანდო, -73კგ.), გიორგი ზურაბაშვილი (ძიუდო, -90კგ.), იოანე აბალაკი (ძიუდო, +90კგ.), ნინი ძაგანია (ძიუდო, -70 კგ.) და ბარბარე გელაშვილი (ძიუდო, +70კგ.).

აქვე შეგახსენებთ, რომ რიგით მე-18 ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველო 36 სპორტსმენით, 9 სახეობაში არის წარმოდგენილი: ჯუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო და სპორტული ტანვარჯიში. ტურნირი 20 ივლისს გაიხსნა და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა