მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო

news image

ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საავტომობილო ინდუსტრიაში - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Change Inspire-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ღონისძიება  HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზის პროცესში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში — ეს იყო კონფერენციის მთავარი თემები წელს.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. კომპანიის წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს  უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც სამუშაო პროცესში AI-ს ინტეგრაციას გულისხმობს.

ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი„Change Inspire-ის მსგავს ღონისძიებებში „თეგეტას“ მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს საშუალებას, პოტენციურ პარტნიორებსა და მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი ციფრული მიმართულება და გავუზიაროთ დაგროვილი გამოცდილება.

AI-ს ეპოქაში „თეგეტა ჰოლდინგი“ არ არის მხოლოდ ტრადიციული მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პერსონალიზებულ და ციფრულ გამოცდილებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სერვისი მიიღოს მაქსიმალურად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.

მსგავსი მიდგომა დღეს უკვე ინოვაცია აღარ არის - ეს აუცილებლობაა, რათა კომპანიამ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და ფეხი აუწყოს ციფრულ რეალობას. მით უმეტეს მაშინ, როცა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიურად მუშაობენ ავტომობილების წარმოებისას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე - ამის მაგალითია ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანქანები“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთია AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება დიაგნოსტიკაში, სერვისების დაჯავშნაში, ავტონაწილების მოძიებაში. მეორეა AI აგენტების პროექტი, რომელიც „თეგეტას“ თანამშრომლებს მონაცემების სწორად გაანალიზებასა და უკეთესი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს. ასევე - AI-driven მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებისა და კამპანიების პროექტი.

ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი კონფერენციის თემა „AI ჩემპიონთა ლიგა“ იყო. გლობალურმა და რეგიონულმა ექსპერტებმა ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, BIG Data, კიბერუსაფრთხოება და IT ინფრასტრუქტურა.

ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

11.07.2025.05:01

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, ევროპაში მოგზაურობისას ინტერნეტით სარგებლობის გამარტივებისთვის, მომხმარებლებს სთავაზობს განახლებულ პირობებს როუმინგზე. ისარგებლე სელფის როუმინგით ევროპაში ყოფნისას და მიიღე სპეციალური ფასი 2025 წლის 30 სექტემბრამდე:

  • 1 გბ - ₾10  ₾8 
  • 3 გბ - ₾25 ₾15
  • 5 გბ - ₾35 ₾30
  • 10 გბ - ₾65 ₾50

იაფი ფასის გარდა, სელფის როუმინგით სარგებლობისას, შენ იღებ დამატებით ბონუსებს: ინტერნეტის გახარჯვის გარეშე სარგებლობ Google Maps -ით და აგზავნი ტექსტურ შეტყობინებებს Whatsapp -ითა და Facebook Messenger -ით. ბონუსებით სარგებლობა შეგიძლია შეთავაზების გააქტიურებიდან 30 დღის განმავლობაში, იმის მიუხედავად, დაგრჩა თუ არა მეგაბაიტები ბალანსზე/პაკეტზე.

მოგზაურობისას, სადაც ყველაფერი დეტალურად დაგეგმილია, ყველაზე ნაკლებად, მოულოდნელი გართულებები გვჭირდება. ისეთი უსიამოვნებები, როგორებიცაა:  საზოგადოებრივიWiFi -ის უსაშველოდ რთული პაროლი, ციფრული თაღლითობა, ან ადგილობრივი სიმბარათის მოუქნელობა, არცთუ იშვიათია. სწორედ ასეთ არასასიამოვნო სიურპრიზებს  და მათი თავიდან არიდების გზას ეძღვნება სელფის ახალი სარეკლამო კამპანია: 

 


საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა