მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

AI და სხვა პრაქტიკული ტრენინგები - გაიარე „ფლომასტერის“ კურსები ფასდაკლებით

news image

ფლომასტერში დაიწყო რეგისტრაცია ახალი სეზონის ტრენინგებზე. სიახლეა ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი - AICP, რომელიც პრაქტიკულად გაჩვენებს, როგორ გამოიყენო AI ყოველდღიურ საქმიანობაში დროის უკეთ მართვიდან დაწყებული, კვლევით ანალიტიკამდე.

ასევე დაბრუნდა ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგები: მენეჯმენტი (MCP), პროექტების მართვა (PMCP) და ეფექტური კომუნიკაცია (ICCP).

დარეგისტრირდი ივლისის ბოლომდე და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ფლომასტერის ყველა ტრენინგზე (შეთავაზება მხოლოდ სტანდარტულ პაკეტზე მოქმედებს)

ყველა კურსი პრაქტიკაზე ორიენტირებულია და ცოდნას გამოცდილი ტრენებისგან მიიღებ.

AICP - ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებისთვის

ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დღეს ყველა საუბრობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყენოს ის რეალური სარგებლის მისაღებად - დროის დაზოგვიდან უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებამდე.

ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი (AICP) არ არის ტექნიკური ლექცია პროგრამისტებისთვის. ეს არის პრაქტიკული ტრენინგები ყველასთვის, ვისაც სურს, AI თავის ყოველდღიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში დანერგოს.

კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:

  • საქმის მარტივად ორგანიზებას: ისწავლი, როგორ მართო დრო, დაავტომატიზირო რუტინული საქმეები, დაგეგმო პროექტები, დაწერო პროფესიონალური იმეილები და მოამზადო პრეზენტაციები ბევრად სწრაფად.
  • ინფორმაციის სწრაფად ანალიზს: შეძლებ ნებისმიერი თემის სიღრმისეულად კვლევას, ტექსტური თუ აუდიო კონტენტის გაანალიზებას და მონაცემებზე დაფუძნებული რჩევების მიღებას.
  • პირად განვითარებას: გამოიყენებ AI-ს როგორც პირად მენტორს ან ქოუჩს, მოემზადები სამსახურის ინტერვიუსთვის და მიიღებ რჩევებს ჯანმრთელობის, პროდუქტის შერჩევის თუ სხვა პირადი მიზნებისთვის.

6 ნოემბერი - 4 დეკემბერი | სამშაბათი და ხუთშაბათი, 19:00 - 21:00

MCP - შეისწავლე თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები

მენეჯმენტის ტრენინგი (MCP) განკუთვნილია მათთვის, ვინც:

  • ხელმძღვანელობს ან გეგმავს გუნდის მართვას;
  • სჭირდება სტრუქტურა მიზნების დასახვისა და შესრულებისთვის;
  • ეძებს პრაქტიკულ მიდგომებს დელეგირებაში, მოტივაციასა და უკუკავშირში.

კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:

  • გუნდის შექმნას: ისწავლი კადრების სწორად შერჩევას და მათ ადაპტაციას გუნდთან.
  • გუნდის ლიდერობას: დაეუფლები მოტივაციის ტექნიკებს და დაეხმარები თანამშრომლებს განვითარებაში.
  • ეფექტურ კომუნიკაციას: შეძლებ სასარგებლო უკუკავშირის მიცემას.
  • სამუშაოს ორგანიზებას: ისწავლი ამოცანების დელეგირებას, რაც გააძლიერებს გუნდს და დაგიზოგავს დროს.

20 სექტემბერი - 29 ნოემბერი | შაბათი, 10:00 - 13:00

PMCP - დაგეგმე და მართე პროექტები თავდაჯერებულად

პროექტის მართვის ტრენინგი (PMCP) გასწავლის:

  • როგორ დაგეგმო, მართო და დახურო პროექტები სწორად;
  • როგორ იმუშაო ბიუჯეტზე, ვადებზე და გუნდთან;
  • როგორ გამოიყენო Agile ან ტრადიციული მიდგომა რეალურ სამუშაოზე.

კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:

  • პროექტის დაგეგმვას: ნებისმიერი იდეა აქციო კონკრეტულ სამოქმედო გეგმად (Scope, ვადები, ბიუჯეტი).
  • რესურსების მართვას: ეფექტურად გააკონტროლო პროექტის ბიუჯეტი, ხარისხი და მოსალოდნელი რისკები.
  • მეთოდოლოგიის შერჩევას: გაარკვიო, როდის გამოიყენო Agile და როდის ტრადიციული მიდგომა, შენი პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე.
  • კომუნიკაციის მართვას: წარმართო ეფექტური კომუნიკაცია როგორც გუნდის წევრებთან, ისე დაინტერესებულ მხარეებთან.
  • პროცესის კონტროლს: თვალი ადევნო პროექტის მიმდინარეობას და მიიყვანო ის წარმატებულ დასასრულამდე.

18 ოქტომბერი - 6 დეკემბერი | შაბათი, 11:00 - 14:00

ICCP - ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი

ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაგეხმარება თუ:

  • მართავ შეხვედრებს ან გუნდის კომუნიკაციას;
  • გჭირდება გავლენის მოხდენა, შეთანხმების მიღწევა და ემოციების მართვა;
  • გსურს, უფრო ნათლად და დამაჯერებლად გამოხატო აზრი. 

კურსის შემდეგ შენ შეძლებ:

  • გახდე ავტორიტეტი: ისწავლი ნდობის მოპოვებას და ემოციების მართვას, რის შედეგადაც შენი აზრი გავლენიანი გახდება.
  • „გაყიდო“ შენი იდეები: დაეუფლები სხვების დარწმუნების ხელოვნებას და შეძლებ, შენი სათქმელი ყველასთვის გასაგები და საინტერესო გახადო.
  • მიაღწიო შეთანხმებას: ნებისმიერ მოლაპარაკებას წარმართავ თავდაჯერებულად და იპოვი გამოსავალს, რომელიც ყველასთვის მომგებიანია.

26 ნოემბერი - 11 თებერვალი | ოთხშაბათი, 19:00 - 22:00

რას მოიცავს თითოეული ტრენინგი?

  • ვიდეოლექციები და პრაქტიკული დავალებები (ფლომასტერის LMS სისტემაში);
  • ონლაინ სამუშაო სივრცე მონაწილეებისთვის;
  • პრაქტიკული შეხვერები ტრენერებთან და ჯგუფის წევრებთან;
  • სერტიფიკატი ფლომასტერისგან.

 მეტი ინფორმაციისთვის იხილე ფლომასტერის ვებგვერდი: flowmaster.ge

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი

13.03.2026.18:16

ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.

ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.

გემო და მეხსიერება

სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.

მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.

როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.

“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.

განჯინას შესახებ

განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.

ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.

სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო

დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.

განჯინას სამომავლო გეგმები

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა