AI და სხვა პრაქტიკული ტრენინგები - გაიარე „ფლომასტერის“ კურსები ფასდაკლებით
ფლომასტერში დაიწყო რეგისტრაცია ახალი სეზონის ტრენინგებზე. სიახლეა ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი - AICP, რომელიც პრაქტიკულად გაჩვენებს, როგორ გამოიყენო AI ყოველდღიურ საქმიანობაში დროის უკეთ მართვიდან დაწყებული, კვლევით ანალიტიკამდე.
ასევე დაბრუნდა ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგები: მენეჯმენტი (MCP), პროექტების მართვა (PMCP) და ეფექტური კომუნიკაცია (ICCP).
დარეგისტრირდი ივლისის ბოლომდე და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ფლომასტერის ყველა ტრენინგზე (შეთავაზება მხოლოდ სტანდარტულ პაკეტზე მოქმედებს)
ყველა კურსი პრაქტიკაზე ორიენტირებულია და ცოდნას გამოცდილი ტრენებისგან მიიღებ.
ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დღეს ყველა საუბრობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყენოს ის რეალური სარგებლის მისაღებად - დროის დაზოგვიდან უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებამდე.
ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი (AICP) არ არის ტექნიკური ლექცია პროგრამისტებისთვის. ეს არის პრაქტიკული ტრენინგები ყველასთვის, ვისაც სურს, AI თავის ყოველდღიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში დანერგოს.
კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:
6 ნოემბერი - 4 დეკემბერი | სამშაბათი და ხუთშაბათი, 19:00 - 21:00
მენეჯმენტის ტრენინგი (MCP) განკუთვნილია მათთვის, ვინც:
კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:
20 სექტემბერი - 29 ნოემბერი | შაბათი, 10:00 - 13:00
პროექტის მართვის ტრენინგი (PMCP) გასწავლის:
კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:
18 ოქტომბერი - 6 დეკემბერი | შაბათი, 11:00 - 14:00
ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაგეხმარება თუ:
26 ნოემბერი - 11 თებერვალი | ოთხშაბათი, 19:00 - 22:00
მეტი ინფორმაციისთვის იხილე ფლომასტერის ვებგვერდი: flowmaster.ge
სხვა სიახლეები
17.07.2025.18:00
Tsesi estate არის მყუდრო სასტუმრო რაჭაში, რომელმაც ოპერირება სულ ახლახან დაიწყო. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia სასტუმროს დამფუძნებელს ზუკა მაისაშვილს ესაუბრა.
„გავხსენით ხუთნომრიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომლის დაჯავშნა შესაძლებელია Airbnb-ისა და Booking.com -ის პლატფორმებზე, აგრეთვე სოციალური ქსელების მეშვეობით. ამ ეტაპზე კვებით მომსახურებას არ ვთავაზობთ ვიზიტორებს თუმცა, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის უზრუნველყოფაც.
პროექტი განხორციელდა ჩვენი საკუთარი რესურსებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით , მაღალმთიანი მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში.
სივრცეში, სადაც სასტუმრო მდებარეობს, შესაძლებელია "ღვინუკას" ღვინოების დაგემოვნება. ადგილზე მდებარეობს ბიო სერტიფიცირებული ვენახი, ხოლო სასტუმრო ერთდროულად 10-12 სტუმარს მასპინძლობს.
უკვე გვაქვს ჯავშნები, აგვისტოს ნახევარზე მეტი დაჯავშნილია. ამ ეტაპზე ჯავშნების უმრავლესობა უცხოელებისგან მოდის. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ტურისტული ნაკადი გაიზარდოს არამხოლოდ სეზონურ, არამედ არასეზონურ პერიოდებშიც. გვინდა, რომ რაჭა მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ ლოკაციად არ დარჩეს “, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულება კომპანიის დამფუძნებლისთვის სიახლეა. ამ ეტაპზე ხდება გამოცდილების დაგროვება და მომავალში, ბიზნეს პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლოა გაფართოებაც.