მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

AI და მომავლის უნარები - GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა

news image

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია - GAIA Meetup დაიწყო. რომლის ფარგლებში 25 ოქტომბერს Meetups Horizons-ის პირველი შეხვედრა გაიმართა.

Meetups შეხვედრები რეგულარულად იმართება და შეკრებების მიზანია მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ინსპირაცია და პრაქტიკული იდეების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს AI ტექნოლოგიები ბიზნესში, ადამიანებმა კი შეძლონ სწორი კომპტენეციების განვითარება სწრაფად ცვალებად პერიოდში. 

GAIA-ს მითაფები ორ ფორმატში ტარდება - Tech და Horizons. Horizons-ის ყოველთვიურ მითაფებზე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის AI მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია AI-ის მიმართულებით.

GAIA Meetups Horizons პირველ შეხვედრაზე InSource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძემ ისაუბრა  AI-ის როლზე თანამედროვე სამყაროში, შრომის ბაზარზე და პროფესიებში და იმ უნარებზე,  რომელიც მომავალში კარიერული თუ პიროვნული წარმატებისთვისაა საჭირო.

„ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი -  ეს არის ცვლილება და შესაძლებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა სფეროზე. მნიშვნელოვანია, ადამიანები იყვნენ ღია ახალი ცოდნისადმი და შეძლონ სწორი უნარების განვითარება, რათა AI-ის შესაძლებლობები პირად და პროფესიულ განვითარებაში გამოიყენონ. Meetups Horizons სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გააღვიძოს ინტერესი, გაზარდოს ცნობიერება და მისცეს მონაწილეებს პრაქტიკული ხედვა მომავლისკენ“ - მედეა ტაბატაძე.

GAIA-სთან თანამშრომლობით, თიბისი აგრძელებს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ სელის" ფილიალი გაიხსნა

28.10.2025.18:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ტელეკომ ოპერატორის, "გლობალ სელის", ფილიალი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "გლობალ სელის" ფილიალში მგზავრებს შეეძლებათ მიიღონ საუკეთესო პირობების მქონე სამოგზაურო SIM და eSIM ბარათი, ასევე, გაიაქტიურონ მათთვის სასურველი სატელეკომუნიკაციო სერვისები როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მთელი ევროპისა თუ მსოფლიოს დაფარვით.

კომპანია "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში.

რაც შეეხება კომპანიის სხვა სიახლეებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჭადრაკის საზოგადოების მიერ „გლობალ სელი“ ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორად იქნა აღიარებული.

"ევროპის ჭადრაკის კავშირის მხარდაჭერის ჯილდო გადაეცა "გლობალ სელს", ევროპის ჭადრაკის კავშირთან მისი ღირებული პარტნიორობის აღიარების ნიშნად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოთამაშეებისა და ღონისძიებებისთვის მთელ ევროპაში. "გლობალ სელის" სერვისმა გააუმჯობესა კომუნიკაცია, დაფარვა და წვდომა ციფრულ სერვისებზე ევროპული ჭადრაკის საზოგადოებისთვის" - აღნიშნულია ევროპის ჭადრაკის კავშირის ჯილდოზე, რომლის გლობალურ სატელეკომუნიკაციო კავშირს კომპანია "გლობალ სელი" უზრუნველყოფს.

"გლობალ სელი" ასევე პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა.

 



საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა