მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

„აგროსიმა“ ესპანურ კომპანია ფერტიბერიასთან (Grupo Fertiberia) თანამშრომლობას აფართოებს

news image

„აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორიელებს პესტიციდების, აგროქიმიკატებისა და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან და აშშ დან.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, „ფერტიბერიას„ სათაო ოფისში ხელი მოეწერა შეთანხმებას წყალში ხსნადი სასუქების ექსკლუზიური თანამშრომლობის უფლების შესახებ, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სტრატეგიას შესთავაზოს მეტი ევროპული ხარისხის პროდუქცია ქართველ მომხმარებლებს.

„აგროსიმა“ ამავე წლის შემოდგომიდან მომხმარებლებს შესთავაზებს ფერტიბერის წარმოების Fertibesol ხაზის უმაღლესი ხარისხის შემდეგი სახეობის სასუქებს:

  • კალციუმის ნიტრატი (CaN);
  • მონოამონიუმის ფოსფატი (MAP);
  • კალიუმის სულფატი (SOP);
  • ამონიუმის სულფატი (NS);
  • მონოკალიუმის ფოსფატი (MKP);
  • მაგნიუმის სულფატი  (MgS);

„მოხარულები ვართ, რომ შევძელით ხელი მოგვეწერა ექსკლუზიურ ხელშეკრულებაზე ისეთ ესპანურ ბრენდთან როგრიცაა „ფერტიბერია“. აღნიშნული კომპანია ცნობილია, უმაღლესი ხარისხის სასუქებითა და სხვა აგროქიმიკატებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ევროპული წარმოების პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი.

წელს კომპანია „აგროსიმა“ წარმატებით ატარებს საქმიანობის მეშვიდე სეზონს. ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რათა უფრო ხელმისაწვდომი იყოს ევროპული სტანდარტის აგროქიმიკატები ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული პროდუქციის დამატების შემდეგ „აგროსიმას“ პორტფელში თავს მოიყრის 60 ზე მეტი სხვადასხვა სახეობის პესტიციდი და აგროქიმიკატი.

7 წლის განმავლობაში შევძელით და ბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ესპანური თუ იტალიური კომპანია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს გუნდს, აქვე მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს ვისაც წვლილი შეაქვს აგროსიმას განვითარებაში.” - ამბობს ,,აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia - თან ინტერვიუში.

„ფერტიბერია“ უმსხვილესი ესპანური კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს 1995 წლიდან და დღეს ევროპაში სასუქების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია და ორიენტირენულია მუდმივ განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებაზე.

Grupo Fertiberia-ს საკუთრებაშია 7 სხვადასხვა კომპანია და 16 ქარხანა, რომელებიც მდბარეობს ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში.

დღეს „ფერტიბერია“ აწარმოებს მრავალი სახეობის სასუქს, როგორც გრანულირებულ ასევე თხევად სასუქებს. „ფერტიბერიას“ აქვს საკუთარი ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომლის დახმარებითად მუდმივ კონტროლზეა სასუქების წარმოების პროცესი, რაც თავის მხრივ ერთი-ორად ზრდის პროდუქტის ხარისხს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია „გამოცდები 2025“ გრძელდება

16.07.2025.10:55

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ხანის აკადემიასთან თანამშრომლობით, კამპანიას „გამოცდები 2025“ ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემებისგანმტკიცებაში დაეხმარებათ.

ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა. 

მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზე მოუსმინონ, ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა