მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს

news image

საირმეს რეკრეაციული ფერმა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს. AgriPreneur Sprintმიზნად ისახავს დამწყები, მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების მხარდაჭერას და მათი ბიზნესიდეების რეალიზებას.

პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები 8-კვირიან ინტენსიურ პრეაქსელერაციის პროგრამას გაივლიან, საუკეთესო გუნდები კი მონაწილეობას გააგრძელებენ 6-კვირიან პროგრამაში Farm-to-Market Sprint. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება პროდუქტის განვითარებაზე, გაყიდვების არხებზე წვდომასა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერებაზე.პროგრამის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც ახალი იდეები საქმედ იქცევა და ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესგადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გამოცადონ.

გოგი დაუშვილი, „საირმეს რეკრეაციული ფერმის დირექტორი: მნიშვნელოვანია, რომ ახალბედა მეწარმეებმა რეალურ გარემოში განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები. AgriPreneur Sprint მათ შესაძლებლობას ალევს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, მოიპოვონ მენტორების მხარდაჭერა და დაინახონ, როგორ შეიძლება მათი ინოვაციური იდეები ბაზარზე წარმატებით რეალიზდეს. 

ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამა ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და თანამედროვე სტარტაპ ეკოსისტემას შორის მყარ კავშირს აყალიბებს, რათა ადგილობრივმა სტარტაპებმა ახალი შესაძლებლობების რეალურად გამოყენება შეძლონ.

პროგრამა სხვადასხვა აგრარულ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მათ შორის მესაქონლეობაზე, რძის პროდუქტების წარმოებაზე, მეფუტკრეობასა და თევზჭერაზე, რაც დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი საქმიანობა მრავალმხრივ განავითარონ.

პროგრამაში მონაწილეობ შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე გუნდებს, რომლებიც ფლობენ ინოვაციურ იდეას ან უკვე მართავენ მცირე აგრობიზნესს. შერჩევის შედეგად 10-12 გუნდი იმუშავებს პროფესიონალ მენტორებთან, გაივლის ინდივიდუალურ კონსულტაციებსჩაერთვება საველე ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებში.

ირაკლი სვანიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: საირმეს რეკრეაციულ ფერმასთან“თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროში მეწარმეების პოტენციალის გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას ემსახურება. 

ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობაში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები და სტარტაპ კულტურა. გვსურს, აღნიშნული პარტნიორობა იქცეს პლატფორმად, სადაც ახალგაზრდებსა და მეწარმეებს ექნებათ შანსი, გახდნენ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა.

ხედვა ასეთია – სოფლის მეურნეობა აღარ უნდა იყოს მხოლოდ ტრადიცია, ის უნდა იქცეს განვითარების, ინოვაციების და ახალი შესაძლებლობების სივრცედ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად წაადგება.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს ინვესტორებს, დარგის ექსპერტებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს წარუდგენენ. ეს იქნება დაფინანსების მოპოვებისა და ბიზნესის ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.

„საირმეს რეკრეაციული ფერმ“ სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და გარემოსდაცვით მიმართულებას აერთიანებს, თუმცა მისი მისია მხოლოდ ფერმერული საქმიანობით არ შემოიფარგლება. AgriPreneur Sprint ნათლად აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს მსგავსი ინიციატივები სტარტაპ ეკოსისტემისგანვითარებას – სწორი პარტნიორობა, პროფესიონალური მენტორობა და პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.

პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს 2025 წელს Exquisite და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

19.01.2026.18:00

Exquisite  ორიგინალი ნიშური სუნამოების, თავის მოვლისა და სახლის ლუქს აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი, ნინო გვენეტაძე Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი შეფასებულია როგორც სტაბილური ზრდისა და კონსოლიდაციის წელი. კომპანია გეგმავს გაყიდვების ზრდას, ბრენდის ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას. ფოკუსი რჩება ხარისხზე, ავთენტურობაზე და შერჩეულ, სწორად პოზიციონირებულ ასორტიმენტზე.

2026 წლისთვის დაგეგმილია ეტაპობრივი გაფართოება:

• ასორტიმენტის ზრდა ახალი, შერჩეული ლუქს და ნიშ ბრენდების დამატებით;
• ლიმიტირებული და ექსკლუზიური კოლექციების რაოდენობის გაზრდა;
• საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება;
• საერთაშორისო მიწოდების გაფართოება;
• ონლაინ პლატფორმის ფუნქციური განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.

მიზანი არის Exquisite-ის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება, როგორც ავთენტური და ექსკლუზიური ლუქს პროდუქტების სანდო პლატფორმის საქართველოში “, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა