მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

აღმოაჩინეთ მარკეტინგული კურსები საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, ასევე ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობას აძლევს, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებით გაიღრმავონ ცოდნა და საკუთარი საქმიანობა გააძლიერონ. ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე წლის წინ შექმნა პლატფორმა businesscourse.ge, რომელზეც მრავალფეროვანი ონლაინ კურსებია ხელმისაწვდომი

პლატფორმაზე ახლა 60-მდე კურსია განთავსებული. მათ შორისაა მარკეტინგის მიმართულებს კურსები, რომლებიც ამ დარგის თანამედროვე პრინციპებსა და მეთოდებს მიმოიხილავს. კურსები ხელმისაწვდომია დისტანციურად, ვიდეოლექციების ფორმატში და მათი გავლა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია

მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში

ამ კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული კვლევის დაგეგმარების სწორ პროცესსა და ჩატარებას ბიზნესისთვის. გაეცნობით მარკეტინგული კვლევის მეთოდებს, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ძირითად უპირატესობებსა და განსხვავებებს. ასევე გაიგებთ, თუ რა ინფორმაციას გვაძლევს მარკეტინგული კვლევა ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის. კურსი შედგენილია გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ACT-ის აღსრულების ლიდის, ნატალია კვიწინაშვილის, მიერ.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

Email მარკეტინგი

ბიზნესკურსზე „Email მარკეტინგიშეისწავლით, მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის შეგროვების მეთოდებს, ტექსტური მეილების ვიზუალიზაციასა და ციფრული ხელსაწყოების ისე გამოყენებას, რომ შეძლოთ ეფექტური კამპანიების დაგეგმვა და გაშვება თქვენი ბიზნესისთვის. კურსს უძღვება საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი.

 

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ელექტრონული კომერცია 

აღნიშნული კურსით გაიგებთ, როგორ შექმნათ ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელი პლატფორმები გამოიყენოთ, რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მარკეტინგი ამ გზაზე. ეს ყველაფერი კი წარმატებული ბიზნესის წამოწყებასა თუ მართვაში დაგეხმარებათ. მას უძღვება ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, თორნიკე აფხაზი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

კონტენტის მენეჯმენტი

ამ კურსით შეიტყობთ, რა მნიშვნელობა აქვს კონტენტის მარკეტინგს დამწყები ბიზნესებისთვის, კონტენტის როგორი ფორმატები არსებობს, როგორ უნდა შეადგინოთ კონტენტის სტრატეგია და დაგეგმოთ კამპანია. კურსის განმავლობაში გაიცნობთ მარტივ აპლიკაციებს, რომლებიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ, ამასთან, გაეცნობით თანამედროვე ტენდენციებს. კურსი მოამზადა ესერტი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებელმა ლიანა მეტრეველმა.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ბრენდინგი 

ბრენდინგის ბიზნესკურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, სად იწყება ბრენდი, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ მის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიოთ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, როგორ დაარქვათ სახელი, რა დეტალები გაითვალისწინოთ ბრენდის დიზაინის შექმნისას და სხვა. კურსს უძღვება ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ინფორმაციისთვის, ბიზნესკურსი ბიზნეს 360°-ის ნაწილია. ბიზნეს 360° კი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სკუტ სკუტი - თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი

23.04.2026.15:56

სკუტ სკუტის ისტორია იწყება მარტივი, მაგრამ ძლიერი ემოციით - ორბორბლიანი ტრანსპორტის სიყვარულით. სწორედ ამ ინტერესმა და გატაცებამ მისცა საფუძველი იდეას, რომელიც დღეს საქართველოში მოტოინდუსტრიის წამყვან ბრენდად არის დამკვიდრებული.

კომპანიის დამფუძნებლები დიდი ხნის მეგობრები გიორგი მონავარდისაშვილი და გიორგი ფოფორაძე არიან, რომლებმაც ორბორბლიანი ტრანსპორტით გატაცებაში ბიზნეს შესაძლებლობა დაინახეს. სკუტერებთან მათი პირველი შეხება აზიაში, კერძოდ ინდოეთში მოგზაურობას უკავშირდება, სადაც ეს ტრანსპორტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

საწყის ეტაპზე სკუტ სკუტმა საქმიანობა გაქირავებით დაიწყო და პირველი ლოკაცია თბილისში, „ფაბრიკაში“ გაიხსნა. თავდაპირველად კომპანია ტურისტულ სეგმენტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მალევე სამიზნე აუდიტორიაში ქალაქის მაცხოვრებლებიც მოექცნენ.

„მახსოვს, გვქონდა მსჯელობა უნდა გვეთანამშრომლა უკვე არსებულ იმპორტიორებთან და მათი სკუტერები გაგვექირავებინა, თუ თავად გვეცადა ორთვლიანი ტრანსპორტის ჩამოყვანა. საკმაოდ აქტიურად ვლობირებდი იმ აზრს, რომ საკუთარი ძალებით გვემოქმედა და საბოლოოდ ამ გზასაც დავადექით. ეს გადაწყვეტილება სკუტ სკუტისთვის ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა - ერთი პატარა კონტეინერი შევუკვეთეთ იაპონიიდან, როგორც გაქირავებისთვის ასევე გასაყიდად” - გიორგი ფოფორაძე.

როგორც ხშირად ხდება სტარტაპების შემთხვევაში, რეალობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა კომპანიის ფორმირებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაქირავების ბაზარს საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ პოტენციალი არ ქონდა. ამავდროულად, კომპანიამ მნიშვნელოვანი რამ შეამჩნია - ადამიანები, რომლებიც სკუტერს ქირაობდნენ, მალევე ხდებოდნენ მისი ყიდვის მსურველები. სწორედ აქედან დაიწყო სკუტ სკუტის ტრანსფორმაცია რითეილ ბიზნესად.

გზა მარტივი არ ყოფილა. ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩანასახში იყო და ბევრი ვერ ხედავდა მის რეალურ პოტენციალს. სკუტ სკუტისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როცა ფინანსური პარტნიორი იპოვა - ეს პროკრედიტ ბანკი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიის პოტენციალი დაინახა და მხარდაჭერა გაუწია. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო უფრო სწრაფი ზრდა: გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტი, გაიხსნა ახალი ფილიალები და სკუტ სკუტი თანდათან ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი ბრენდი ქართულ ბაზარზე.

დღეს სკუტ სკუტი არის მოტომაღაზია, სადაც მომხმარებელი იღებს სრულ გამოცდილებას - დაწყებული ტრანსპორტის შერჩევით; ჩაფხუტებისა და აქსესუარების დიდი არჩევანით და დასრულებული სერვისით.

სკუტ სკუტი უკვე წლებია ავრცელბს და ქმნის მოტო კულტურას საქართველოში. დამწყებებს აქ ყოველთვის ურჩევენ, დაიწყონ დაბალი კუბატურის ტრანსპორტით, რათა ეტაპობრივად აითვისონ მართვა და შემდეგ სურვილისამებრ გაზარდონ ძრავის მოცულობა.

თუმცა სკუტ სკუტისთვის ბიზნესი მხოლოდ გაყიდვები არ არის. მიზანი თავიდანვე განსხვავებული კულტურის კომპანიის შექმნა იყო, ისეთი გარემოს, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზე და საუკეთსო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და სადაც თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც ერთ საერთო ღირებულებას - თავისუფლებას - იზიარებენ.

კომპანიის ფილოსოფია სამ ძირითად ფასეულობას ეფუძნება - თავისუფლებას, მეგობრობასა და მოძრაობას. მათი ხედვით, ორბორბლიანი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ქალაქის განტვირთვის, გათავისუფლების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზაც.

„ჩვენ გვჯერა, რომ ორბორბლიან ტრანსპორტს შეუძლია დიდი ცვლილების მოტანა და გადაადგილება უფრო სწრაფი, ხალისიანი და სასიამოვნო გახადოს. სკუტ სკუტის სლოგანი “მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით” თავის თავში ყველაფერს აერთიანებს, მიზანს რომ ქვეყანაში ბევრი ორბორბლიანი ტრანსპორტი იყოს და ესაა მოწოდება ყველასთვის, ვისაც სურს საქართველო უკეთესობისაკენ შეცვალოს”. - გიორგი ფოფორაძე.

2026 წელი სკუტ სკუტისთვის განსაკუთრებულია - კომპანია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში სკუტ სკუტმა შეძლო, ჩამოყალიბებულიყო როგორც აზრის ლიდერი ინდუსტრიაში - კომპანია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებს.

სკუტ სკუტის სამომავლო გეგმები რეგიონულ დისტრიბუციას უკავშირდება. ეს ისტორია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა პატარა იდეა, თუკი მას თან ახლავს მოქმედება, შეიძლება გადაიქცეს ერთ დიდ შესაძლებლობად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა