მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

აღმოაჩინეთ ბიზნესკურსები საქართველოს ბანკისგან - თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიანს ემსახურება ფინანსური ინსტიტუტის მიერ შქმნილი ონლაინ პლატფორმა www.businesscourse.ge , სადაც მეწარმეებისა და სტარტაპების საჭიროებებზე მორგებული კურსები მეწარმეებს ბიზნესის მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში ეხმარება. 

მათ შორისაა:

მდგრადი ეკონომიკა

კურსი მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობასა და სარგებელზეა ფოკუსირებული. კურსის მონაწილეები საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებსა და რესურსების ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს გაეცნობიან, ამასთანავე გაიგებენ, როგორ შეიძლება მწვანე მიდგომამ კომპანიას გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში შეუწყოს ხელი. კურსის ავტორია მწვანე ეკონომიკის ექსპერტი - ოთარ ანთია. 

ეწვიეთ კურსს ამ ბმულიდან.

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

ამ კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები რისკების შეფასებას, კონკურენტული გარემოს ანალიზს, გრანტის განაცხადების ფორმირებას და ბიზნესპროექტის სწორად წარდგენას ისწავლიან.  კურსის ავტორია ლარისა პატარაია, საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი.

გაიგეთ მეტი ამ კურსზე ბმულიდან.

კონტენტის მენეჯმენტი 

სწორად დაგეგმილი კონტენტ სტრატეგია ბრენდის ცნობადობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კურსის ფარგლებში მეწარმეები კონტენტის ფორმატებსა და სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესს შეისწავლიან. ასევე გაეცნობიან ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ ვიზუალური და ტექსტური მასალის შექმნაში დაეხმარება.

კურსის ავტორია ლიანა მეტრეველი, კონტენტ სტუდია Essert Content Studio-ს დამფუძნებელი.

ინფორმაცია კურსზე ხელმისაწვდომია  ამ ბმულიდან.

MS Excel-ის გამოყენება 

ამ კურსზე გაიგებთ, რა კავშირი აქვს MS Excel-ს კომპანიის იმიჯთან და როგორ გიმარტივებთ იგი ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას.

კურსი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით. ასევე, ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად, ისწავლით ბიზნესისთვის საჭირო მონაცემების დამუშავებასა და წლიურად დაგროვილი მონაცემების გამოყენებას. კურსს ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი უძღვება.

 კურსს ეწვიეთ ამ ბმულიდან.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ამ ბიზნესკურსით გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები - ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოც.მედიის პოსტები, მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტურად და სხვა. კურსსის ავტორია ინჟინერი ნანა დიხამინჯია.

კურსის სანახავად ეწვიეთ  ბმულს.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. განათლება და ცოდნა კი ბიზნესის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვქმნით რესურსებს, რომლებიც  მეწარმეებს დაეხმარება, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი და გაზარდონ წარმატების შანსი ,“ — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს: www.businesscourse.ge

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა ვალდებულებები ემატებათ ძაღლსაშენებს

25.07.2025.23:00

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.


როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.


„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.


მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.


„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა